მთავარისაქართველოუკრაინული სამზარეულო

უკრაინული სამზარეულო

სამზარეულო კულტურის ნაწილია, ერის სულისა და გემოვნების გამომხატველი. ამასთანავე, სამზარეულო ადამიანებს აერთიანებს, და აკავშირებს, ამიტომაც არის ამა თუ იმ ქვეყნის სამზარეულო, ამ ქვეყნის დიდი და საინტერესო ნაწილი.

თბილისში არაერთი უკრაინული რესტორანია, რომლებსაც ქართველებიცა და უკრაინელებიც სტუმრობენ. „ევრონიუს ჯორჯია“ ერთ-ერთ ასეთ რესტორანს ეწვია.

თბილისში ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში შესვლისას, მაშინვე იგრძნობთ უკრაინული კერძების სურნელს და შენიშნავთ, რომ ეს მეგობრული სივრცე ქართველებსა და უკრაინელებს აერთიანებს.

რესტორანში უამრავი პატარა დეტალია, რომლებიც ქართველ სტუმრებს უკრაინულ კულტურას აცნობს.

„უკრაინული სამზარეულოს დიდი მოყვარული ვარ. ხშირად ვსტუმრობ აქაურობას. მიყვარს მათი კერძები, განსაკუთრებით ნაბახუსევზე. უკრაინულ კულტურასაც დიდ პატივს ვცემ, ჩვენ მსგავსად მათაც ინდივიდუალური ცეკვა, სიმღერა და სამზარეულოს გამორჩეული ხაზი  აქვთ. დღეს, უკრაინას, როგორც ჩვენს მეგობარ ქვეყანას, მხარს ვუჭერ. ახლა იქ ისეთი სიტუაციაა,  ნამდვილად სჭირდებათ ჩვენი გვერდით დგომა“,- ამბობს რესტორნის სტუმარი თორნიკე ყარყარაშვილი.

რესტორანში ყველაზე მოთხოვნადი კერძებია ბორშჩი, კიევური კატლეტი და საფირმო სალა, პერსონალი ამბობს, რომ ქართველი სტუმრებისგან უამრავ კომპლიმენტს იღებენ.

“ძალიან მოსწონთ ეს სამზარეულო, განსაკუთრებით კიევური და ჩვენი საფირმო კერძები“, -ა მბობს რესტორნის მიმტანი ნიკა ციბულსკი.

მაგრამ აქ ამბობენ, რომ კერძებზე მნიშვნელოვანი ის გარემოა,  სადაც უკრაინელები და ქართველები ერთმანეთს უმეგობრდებიან. ტურისტულ სეზონზე აქ უკრაინელი სტუმრები ხშირად მოდიან და კმაყოფილები ტოვებენ რესტორანს, როცა ხედავენ, რომ მათი ქვეყნის კერძებს ასე საგულდაგულოდ ამზადებენ:

„ხშირად უმეგობრდებიან ერთმანეთს ქართველი და უკრაინელი სტუმრები. ძალიან საინტერესო სტუმრები არიან. აქედან მადლიერები მიდიან, რადგან  ჩვენ მათ სამზარეულოს პატივს ვცემთ, გულისხმიერებით ვიყენებთ მათი კერძების რეცეპტებს“.

ახლა რესტორანში იმ მძიმე ამბებზე  ლაპარაკობენ, რომლებიც  ახლა უკრაინაში ხდება. ლაპარაკობენ სიყვარულსა და თანადგომაზე. იმაზე, რაც ამ დღეებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend