მთავარიაზიასამხრეთ კორეაბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი სამხრეთ კორეაში

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი სამხრეთ კორეაში

სამხრეთ კორეაში, საპორტო ქალაქ პუსანში ზღვისპირა გზები, მაღაზიები და შენობები დააზიანა ძლიერმა ტალღებმა და წვიმამ,  რომელიც ტაიფუნ „ჰინამნორს“ მოჰყვა.

მთავრობა ქვეყნის მოსახლეობას აფრთხილებს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც შესაძლოა წყალდიდობამ, მეწყერულმა პროცესებმა თუ დიდმა ტალღებმა გამოიწვიოს. ეს ქვეყნის ისტორიაში ბოლო ათლწეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ტაიფუნია.  
სულ რამდენიმე კვირის წინ დედაქალაქ სეულსა და ახლომდებარე რეგიონებში უხვ ნალექს მოჰყვა წყალდიდობა, რომელსაც 14 ადამიანი ემსხვერპლა.

ტაიფუნმა გამოიწვია  მეწყერიც. მიმდებარე რეგიონებში შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება, ერთი მოქალაქე დაკარგულად ითვლება.

სამხრეთ სანაპიროს იმ მცხოვრებლებს, რომლებმაც ევრ მოასწრეს ევაკუაცია, სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. 
როგორც ცნობილია, ტაიფუნს 400-კილომეტრიანი მოქმედების რადიუსი აქვს. ამიტომ გადაიდო ფრენებიც, მუშაობა შეაჩერეს ბიზნესებმა და სკოლებმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend