კატეგორიები

FBI-მ რუსი ოლიგარქის ვიქტორ ვეკსელბერგის ოფისი გაჩხრიკა

FBI-მ რუსი ოლიგარქის ვიქტორ ვეკსელბერგის ოფისი გაჩხრიკა

აშშ-ში ფედერალურმა აგენტებმა ერთდროულად გაჩხრიკეს სამი ქონება, რომლებიც დაკავშირებულია მილიარდერ რუს ოლიგარქ ვიქტორ ვეკსელბერგთან. ამავე ოლიგარქს, 120 მილიონი დოლარის ღირებულების იახტა აპრილში ჩამოართვეს.

მედიის ინფორმაციით, აგენტებმა მანჰეტენზე მდებარე ოფისი გაჩხრიკეს. ჩხრეკა ჩაატარეს ასევე საუთჰემპტონში, ნიუ-იორკის მდიდრული პლაჟის ტერიტორიაზე და მაიამის კუნძულზე.

FBI-მ დაადასტურა, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე რუს ოლიგარქ ვიქტორ ვეკსელბერგთან დაკავშირებით, გარკვეული სახის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, რის ნაწილსაც ეს სპეცოპერაციები წარმოადგენდა.

ჩხრეკის ჩატარების შესახებ ინფორმაცია ოლიგარქის ადვოკატებმაც მიიღეს, თუმცა ჯერჯერობით მის წარმომადგენლებს განცხადება არ გაუკეთებიათ.

დაკავშირებული ამბები
ფედერალური სასამართლოს ბრძანებით, თეთრ სახლში დაბრუნდა ტრამპის მხრიდან შეზღუდული მედია უკრაინა აშშ-ისგან Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას მიიღებს
სხვა ამბები