მთავარიმსოფლიო17 წლის მფრინავმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

17 წლის მფრინავმა ორი მსოფლიო რეკორდი დაამყარა

ბრიტანელი 17 წლის მფრინავი მაკ რეზერფორდი პირველი თინეიჯერია, ვინც მარტომ შემოუფრინა მსოფლიოს და რეკორდი დაამყარა. ფრენა გამბედავმა ახალგაზრდამ ბულგარეთში დაასრულა. მისი პატარა საფრენი აპარატით ის ბულგარეთის დედაქალაქ სოფიას დასავლეთით მდებარე აეროდრომზე დაეშვა და ამ ფრენით გინესის ორი რეკორდიც მოიპოვა. აეროპორტში დაშვებისას, მას უამრავი გულშემატკივარი და პრესის წარმომადგენელი გახდა. თავად მფრინავი აცხადებს, რომ ეს ახალგაზრდებისთვის შთაგონების მისაცემად გააკეთა.

„წარმოუდგენლად გახარებული ვარ. როგორც იქნა დავასრულე ჩემი ხუთ თვიანი მოგზაურობა. ეს იყო ხიფათითა და თავგადასავლებით, თუმცა, ამავე დროს ადრენალინით გაჟღენთილი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში. რაც დავთვალე, ამ დროის განმავლობაში ზეცაში 250 საათზე მეტხანს ვიყავი. ამ გამოცდილებით ძალიან გავიზარდე და თავს ბევრად თავდაჯერებულად ვგრძნობ. ცაში სრული თავისუფლებაა. საითაც გინდა გადაუხვევ, ავტომობილის მართვისგან განსხვავებით. ეს რეკორდი ჩემს თანატოლებს მივუძღვენი, რომლებიც გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგანან და დილემა აქვთ. მათ ჩემი ამ რეკორდით მოტივაციას ავუმაღლებ, რომ თუ რაღაც ნამდვილად გინდა, ყველაფერს მიაღწევ“, – ამბობს მფრინავი.

მოგზაურობამ, რომელიც 2022 წლის 23 მარტს დაიწყო, დედამიწის 5 კონტინენტი და 52 ქვეყანა მოიცვა. ეს ტური მან 16 წლის ასაკში დაიწყო და 17 წლის ფრენის პერიოდში გახდა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend