მთავარიევროპასლოვაკეთირუსული პროპაგანდის მიუხედავად, სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო ტექნიკით დაეხმარება

რუსული პროპაგანდის მიუხედავად, სლოვაკეთი უკრაინას სამხედრო ტექნიკით დაეხმარება

სლოვაკეთმა უკრაინას არტილერია და საჰაერო თავდაცვის ტექნიკა უკვე გადასცა. ახლა ევროკავშირის წევრ ქვეყანას სურს, რომ მეზობელ უკრაინას დამატებით გამანადგურებელი თვითმფრინავი გადასცეს.

სლოვაკეთის მოქალაქეებში კი ამ გადაწყვეტილებამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ივეტა თვილს, რომ ეს არასწორი გადაწყვეტილებაა, თუმცა მისი შვილიშვილი სლოვაკეთის მთავრობის არჩევანს მხარს უჭერს.

პრორუსული გავლენა ევროკავშირის აღმოსავლეთის წევრ ქვეყნებს შორის ყველაზე მეტად სლოვაკიაში იგრძნობა. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, მოსახლეობის მესამედი რუსეთს კვლავ სტრატეგიულ პარტნიორად მიიჩნევს. თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი რუსულ პროპაგანდასთან ბრძოლის მნიშვნელობაზე საუბრობს.

„რუსული პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება შეცვალოს. მათ სურთ, დაბლოკონ ის სამხედრო ტექნიკა, რომელიც უკრაინას უნდა გადავცეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, მთავრობა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, რადგან ჩვენ უკრაინელებს უნდა დავეხმაროთ – ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ოკუპაცია”, – ამბობს სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრი იაროსლავ ნადი.

შემოდგომაზე მინისტრი ნადი გეგმავს, რომ უკრაინას სლოვაკეთის MIG-29 გამანადგურებელი ფლოტი გადასცეს. თუმცა, ამავდროულად, სლოვაკეთს 300 მილიონი ევროს კომპენსაციის მიღება სურს.

სოციალურ მედიაში ათასობით მომხმარებელი წერს, რომ ამით სლოვაკია რუსეთს ომს უცხადებს. მიუხედავად იმისა, რომ სამართალდამცველები და ხელისუფლება ასეთ ბრალდებებს უარყოფენ, ბევრ სლოვაკს მაინც ურჩევნია რუსულ პროპაგანდას დაუჯეროს. ანალიტიკური ცენტრის „გლობსეკის“ წარმომადგენელი დომინიკა ჰაიდუ მიიჩნევს, რომ ამის ერთ ერთი მიზეზი დაბალი ხარისხის სასკოლო განათლებაა.

„სლოვაკი მოსწავლეები საკმაოდ დაბალ ქულებს იღებენ კრიტიკულ აზროვნებაში, რაც, რა თქმა უნდა, მათ უფრო დაუცველს ხდის დეზინფორმაციისა და შეთქმულების თეორიების მიმართ“, – მიიჩნევს დომინიკა ჰაიდუ.

მომავალში რამდენ იარაღს გაუგზავნის სლოვაკეთი უკრაინას, ეს მხოლოდ მოქალაქეების განწყობაზე დამოკიდებული არ არის.

სლოვაკეთის მთავრობაში მიმდინარე კოალიციურმა კრიზისმა შესაძლოა ზოგიერთი, მანამდე მიღებული გადაწყვეტილება შეცვალოს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend