მთავარისაქართველოსალომე ზურაბიშვილი: ჩნდება იზოლაციის საფრთხე, რაც ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე ე.წ. მეორე...

სალომე ზურაბიშვილი: ჩნდება იზოლაციის საფრთხე, რაც ბევრად უფრო რეალურია, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის მითი

იზოლაციის საფრთხე ჩნდება – საკმაოდ მძიმე სურათია, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ამასთან, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღევანდელ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება.

„იზოლაციის საფრთხე ჩნდება. იზოლაციისა, რომელიც ჩვენ მიერაა შექმნილი და რომელიც ბევრად დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შესახებ შექმნილი მითი. ოპოზიციამ, უფრო სწორად მისმა რადიკალურმა ფრთამ, ცხადია, დამაზიანებელი როლი ითამაშა, მაგრამ ასევე გვყავს კონსტრუქციული და პროევროპული ოპოზიცია. ამ საკითხში რაც არ უნდა მძაფრი, უსამართლო და დესტრუქციული ყოფილიყო ოპოზიციის ქმედებები, პირველ რიგში, ბრიუსელში, პასუხისმგებლობა დღევანდელ სიტუაციაზე არის ხელისუფლებაზე და ამას ვერავის ვერ გადაუნაწილებს, რამეთუ ხელისუფლება ერთია.

ეს საკმაოდ მძიმე სურათია. მინდა გითხრათ, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად რჩება მცირე, მაგრამ რეალური შანსი.

რეზოლუცია, რაზეც ამდენი დაიწერა, მძაფრ კრიტიკასთან ერთად ძალიან დადებითი მოწოდებით მთავრდება. რეზოლუცია გამოთქვამს რწმენას, რომ საქართველო იმსახურებს მისი მოსახლეობის ლეგიტიმური მისწრაფებების დაკმაყოფილებას და მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. არ არის ნეგატიური დასკვნა. ამ დროს, დღე-დღეზე ველოდებით კომისიის რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც (არა მხოლოდ კომისიის დასკვნის საფუძველზე) თვის ბოლოს, 23-24 ივნისს ევროკავშირის საბჭო, ანუ 27 ქვეყნის მეთაური მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, თუ ეს თარიღი იქნა შენარჩუნებული. კიდევ რამდენიმე საფეხური და რამდენიმე შანსი არსებობს. ამავე დროს ევროპარლამენტიდანაც და ევროკავშირიდანაც მოგვდის გზავნილები, რომ ყველაფერი დაკარგული არ არის. იმედი შეიძლება შევინარჩუნოთ“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend