მთავარისაქართველო„ნეტავი იმას, ვისაც ომი არ უნახავს“

„ნეტავი იმას, ვისაც ომი არ უნახავს“

23 დღე გავიდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებიდან. 23 დღეა ვუყურებთ ადამიანებს, რომლებიც იძულებით ტოვებენ მშობლიური ქალაქებს, სახლებს და ზოგჯერ არც იციან სად მიდიან, როგორი იქნება მათი გზა დანიშნულების ადგილამდე და საერთოდ სად იქნება ეს დანიშნულების ადგილი.

ასეთივე იყო 1993 წელს აფხაზეთიდან იძულებით წამოსული ქართველების გზა. ამ წლის 27 სექტემბერს სამასი ათასზე მეტი ადამიანი გამოემართა საქართველოს იმ ნაწილისკენ, სადაც მშვიდობა ეგულებოდათ. თუმცა სამშვიდობოს ბევრმა ვერც მოაღწია. მათმა ნაწილმა აფხაზეთის გემით დატოვა, ზოგმა თვითმფრინავით, ნაწილმა მდინარე ენგური გადმოცურა, ასი ათასზე მეტმა კი მთები და ტყეების გადმოლახა.

„ევრონიუს ჯორჯიას“ რეპორტაჟის გმირი სოხუმელი ნატალია ხარაიშვილია. მან სახლი 1993 წლის 27 სექტემბერს დატოვა და სამეგრელომდე ოჯახის წევრებთან ერთად ჭუბერის უღელტეხილის გავლით ჩამოაღწია.

ამბობს, რომ ახლა მას ყველაზე უკეთ ესმის უკრაინელი ხალხის. ბავშვების, მათი მშობლების, მოხუცების, რომლებმაც ნატალიას მსგავსად, არ იციან სახლში როდის დაბრუნდებიან.

ნანუკა მეშველაშვილი

რეპორტაჟში კადრების ნაწილი გამოყენებულია ანუნა ბუკიას ფილმიდან „მე გადავცურე ენგური”

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend