მთავარიმსოფლიოNATOიენს სტოლტენბერგი - ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას

იენს სტოლტენბერგი – ვგმობ რუსეთის მიერ უკრაინაში დონეცკისა და ლუჰანსკის აღიარებას

ვგმობ რუსეთის მიერ დონეცკის/ლუჰანსკის აღიარებას უკრაინაში, ეს ძირს უთხრის კონფლიქტის მოგვარების მცდელობებს და არღვევს მინსკის შეთანხმებებს, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი „ტვიტერში“ წერს.

„ნატო მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. მოვუწოდებთ მოსკოვს შეწყვიტოს კონფლიქტის გაღვივება და აირჩიოს დიპლომატია“, – აცხადებს სტოლტენბერგი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ე.წ. „დამოუკიდებლობა“ აღიარა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend