მთავარისპორტიმზადება ევროპის თასისთვის და ბაკურიანის ბავშვთა თასი

მზადება ევროპის თასისთვის და ბაკურიანის ბავშვთა თასი

ბაკურიანში 2022 წლის ზამთრის საერთაშორისო სათხილამურო შეჯიბრებების სეზონი ევროპის თასის გათამაშების ეტაპით იხსნება. სამთო-სათხილამურო კურორტი სნოუბორდის გიგანტურ პარალელურ სლალომში მსოფლიოს საუკეთესო ათლეტებს უმასპინძლებს. საქართველოს 12 სხვადასხვა ქვეყნიდან 70-მდე სპორტსმენი ეწვევა, მათ შორისაა საქართველოს წარმომადგენელი რევაზ ნაზღაიძე.

საქართველოში ევროპის თასის გამართვა შეუძლებელი იქნებოდა თანამედროვე ტექნოლოგიისა და გამოცდილი ექსპერტების დახმარების გარეშე. ხელოვნური გათოვლიანების შედეგად ბაკურიანში მოეწყო საშეჯიბრო ტრასა, რომელზეც მსოფლიოს 5-გზისა მსოფლიო და 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბენჟამინ კარლი სხვა გამორჩეულ ათლეტებთან ერთად ეწვევა.

„მიხარია რომ საქართველოში დავბრუნდი. 2020 წელს გუდაურში ევროპის თასის ეტაპი ჩავატარეთ. ვფიქრობ რომ საორგანიზაციო კომიტეტს დიდი პროგრესი აქვს, მათ რამდენიმე დიდი ტურნირი უკვე ჩაატარეს. ფერდობზე ყველაფერი კარგადაა, ბაკურიანი მზად არის ევროპის თასის ჩასატარებლად,”- ამბობს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ევროპის თასის კოორდინატორმა, როლანდ ჰორნი.

უცხოელ ექსპერტებთან ერთად მოსამზადებელ პროცესს ქართველი სპეციალისტები ხელმძღვანელობენ, რომლებმაც ევროპის თასის ჩატარების გამოცდილება 2020 წელს გუდაურში მიიღეს, 2021 წელს კი ბაკურიანში სკი-კროსისა და სნოუბორდ-კროსის ეტაპისთვის მოსამაზადებელ პროცესს გაუძღვნენ.

პრესტიჟული ტურნირისთვის მზადების პარალელურად ბაკურიანში მნიშვნელოვანი სათხილამურო შიდა ჩემპიონატები მიმდინარეობს. ევროპის თასის ეტაპის ჩატარებამდე რამდენიმე დღით ადრე სამთო-სათხილამურო კურორტზე ბაკურიანის ბავშვთა თასი გაიმართა, რომელშიც საქართველოს სხვადახვა რეგიონიდან 50-მდე ახალგაზრდა მოთხილამურემ მიიღო მონაწილეობა. გამარჯვება ბაკურიანის გუნდის წევრებმა მოიპოვეს.

ბაკურიანში ევროპის თასის გათამაშების ეტაპი 19 და 20 თებერვალს გაიმართება, 5 და 6 მარტს კი საქართველო ფრისკისა და სნოუბორდში მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend