მთავარიმსოფლიოუკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ვაშინგტონი რუსეთს მილსადენის ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაჩერებით ემუქრება

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში ვაშინგტონი რუსეთს მილსადენის ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაჩერებით ემუქრება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ხუთშაბათს სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის დროს პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ამერიკა უკრაინას მხარს უჭერს. მხარეებმა ასევე უკრაინისთვის ამერიკის ეკონომიკური დახმარების გაზრდაზე ისაუბრეს.

უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში კი ვაშინგტონი რუსეთს მილსადენის ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის გაჩერებით ემუქრება.

„ჩრდილოეთის ნაკადი 2-თან დაკავშირებით გერმანელ კოლეგებთან ვაგრძელებთ მნიშვნელოვან მოლაპარაკებას. დღეს მინდა ღიად ვისაუბრო. თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, ჩრდილოეთის ნაკადი 2 შეჩერდება“, – განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკი გაზსადენის მომხრე არ არის და შეიძლება მის შეჩერებას მხარი დაუჭიროს. თუმცა ეს საკითხი გერმანიაში აზრთა სხვადასხვაობას გამოიწვევს და შესაძლოა მას გერმანულ კოალიციაში დაძაბულობაც მოჰყვეს. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჯო ბაიდენს 7 თებერვალს შეხვდება.

რუსეთი კი უკრაინის საზღვართან ჯარების მობილიზებას აგრძელებს. კიევში ამბობენ, რომ შეჭრის საფრთხე კლავ არსებობს, როგორც ეს ბოლო წლებში იყო. ანალიტიკოსები კი ფიქრობენ, რომ დაძაბულობა ქვეყნის ეკონომიკასა და საზოგადოებაზე უარყოფითად აისახება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend