მთავარიმსოფლიოევროპარლამენტარები “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ

ევროპარლამენტარები “ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენის მშენებლობის შეწყვეტას მოითხოვენ

რუსეთში მიმდინარე მოვლენების ფონზე ევროპარლამენტარები მოითხოვენ, რომ შეწყდეს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ მშენებლობა. გაზსადენის მეშვეობით, გერმანია რუსეთისგან იაფი გაზის მიღებას შეძლებს. კრიტიკოსთა აზრით, პროექტი ევროპის უსაფრთხოებას აყენებს ზიანს. გერმანიაში კი მიიჩნევენ, რომ გაზსადენს  ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია.

ალექსეი ნავალნის დაკავების გამო ევროპარლამენტარები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას მოითხოვენ. ისინი ასევე მოუწოდებენ გერმანიას, რომ გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მშენებლობა შეწყვიტოს. ექსპერტების განცხადებით, მშენებლობის შეჩერება რთული იქნება.

ჩრდილოეთის ნაკადის“ მშენებლობის გადავადება შედეგს არ გამოიღებს. მას შეიძლება სანქციები შეეხოს, მაგრამ მისი მშენებლობა ოდესმე მაინც დასრულდება. სანქციები არ იქნება ეფექტიანი, რადგან პანდემიის გამო გაზზე მოთხოვნა ისედაც დაბალია.“ – აცხადებს დელორსის ინსტიტუტის მკვლევარი ჟან-არნოლდ ვინუა.

გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის 90 პროცენტი უკვე აშენებულია. პროექტს ევროპაში ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, თუმცა ანგელა მერკელი აზრს არ იცვლის. გერმანიის მთავრობის განცხადებით, იაფ რუსულ გაზს ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია.

„გერმანიის პოზიცია ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის გაუგებარია. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ჩვეულებრივი კომერციული პროექტია და გერმანიას უფლება აქვს, მასში ჩაერთოს. მათ წარმატებულად აარიდეს თავი ევროპის კანონმდებლობას.“ – აცხადებს გუსტავ გრესელი, ევროპის საბჭოს საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის წარმომადგენელი.

კრიტიკოსთა განცხადებით, გაზსადენი ევროპის უსაფრთხოებას უქმნის  საშიშროებას და რომ მისი საშუალებით რუსეთი ევროპის ქვეყნებზე ზეგავლენის მოხდენას შეეცდება.

გაზსადენის მიმართ კრიტიკულია ამერიკის მთავრობაც. თუმცა, გერმანელების აზრით, მათი არგუმენტი საღ აზრს მოკლებულია.

„სანამ ჩვენ ბირთვული ენერგიიდან და ქვანახშირიდან ეკოლოგიურად სუფთა ენერგიაზე გადავალთ, ჩვენ გაზი გვჭირდება. თუ „ჩრდილოეთის ნაკადი“ არ აშენდება, გერმანიას მოუწევს, გადავიდეს ამერიკის თხევად გაზზე, რომელიც ბევრად ძვირია და გარემოსაც უფრო მეტად აბინძურებს. ამერიკის მთავრობისთვის ეს მხოლოდ ბიზნესინტერესია  და არ ფიქრობს იმაზე, რომ თხევადი გაზი გარემოს საფრთხეს უქმნის.“ – აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი მარკუს პიპერი.

გაზსადენის გარშემო კვლავ უთანხმოებაა. სავარაუდოდ, ამ საკითხს უახლოეს მომავალში  ვერ გადაწყვეტენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend