მთავარიმსოფლიორუსული გემი ,,ფორტუნა" ბალტიის ზღვაში გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობას განაგრძობს

რუსული გემი ,,ფორტუნა” ბალტიის ზღვაში გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობას განაგრძობს

რუსული გემი “ფორტუნა“, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ამერიკული სანქციების სიაში მოხვდა, ბალტიის ზღვაში კვლავ განაგრძობს სადავო გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ მშენებლობას. პროექტის მოწინააღმდეგეები ამერიკასა და ევროპაში შიშობენ რომ გაზსადენი რომლის ღირებულება 10 მილიარდ ევროს შეადგენს და რომლის საკონტროლო პაკეტი რუსულ კომპანია „გაზპრომს“ ეკუთვნის, კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის დამოკიდებულებას და კრემლს დამატებით ბერკეტს მისცემს ევროპაზე ზეწოლისთვის. ექსპერტები ვარაუდობენ რომ ახლა როცა თეთრი სახლის ადმინისტრაცია შეიცვალა, გერმანიაზე ზეწოლა პროექტის შეჩერების მოთხოვნით კიდევ უფრო გაიზრდება.

რუსეთსა და გერმანიას შორის დაწყებული გაზსადენის ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2’’-ის მშენებლობის დასასრულებლად მხოლოდ სამუშაოების 6%-ია არის დარჩენილი. თუმცა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების გამო საფრთხის თავიდან ასაცილებლად ბევრმა ევროპულმა კომპანიამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, პროექტიდან გასულიყო. ტრამპის ადმინისტრაციის მმართველობის ბოლო დღეებში აშშ-ის ახალი სანქციების მსხვერპლი რუსული გემი „ფორტუნა“ გახდა. ,,ფორტუნამ’’ ახლა კვლავ განაახლა გაზსადენის პროექტზე მუშაობა, მიუხედავად იმისა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იგივე რჩება, რაც წინა ადმინისტრაციის დროს იყო.

 

 

,,ევრონიუსთან” ინტერვიუში, გერმანიაში აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება, რომ აშშ მიიღებს ყველა აუცილებელ და შესაბამის ზომას, რათა შეაჩეროს ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2’’-ის მშენებლობა, რადგან ეს გაზსადენი საფრთხეს უქმნის აშშ-ისა და მისი ევროპელი მოკავშირეების ეროვნულ ინტერესებს.’’

ამ საკითხში მოულოდნელად ჩაერია გერმანიის მეკლენბურგისა და დასავლეთ პომერანიის მხარის ადგილობრივი ხელისუფლება და სცადა, ბიზნესკომპანიებისათვის სანქციების არიდების კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადაედგა. მათი მეშვეობით დაარსდა ე.წ. ,,კლიმატისა და გარემოს დაცვის ფონდი’’. ამ ფონდს სანქციები არ ეხება და იმ კომპანიებისათვის ყიდულობს მასალებს, რომელთაც სანქციები ემუქრებათ.

,,ამ ფონდის არსი იმაში მდგომარეობს, რომ საჭიროების შემთხვევაში ფონდს შეუძლია იშვიათი წარმოების მანქანა-დანადგარებისა და პროდუქტების შეძენა და მათი შენახვა.   თუკი მშენებლობის პროცესში მომავალ თვეებში ან წლის განმავლობაში საჭირო გახდება, ფონდს შეუძლია, გადასცეს ეს მასალები იმ ფირმებს, რომლებიც მშენებლობას აწარმოებენ’’ – განაცხადა კრისტიან პეგელმა, მეკლენბურგისა და დასავლეთ პომერანიის ენერგეტიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

მაგრამ ჩნდება კითხვა, თუ საიდან მოდის ეს ფული?

დაახლოებით 250 ათასი ევრო ფონდში სახელმწიფო ხაზინიდან მოხვდა. ხოლო საწყისი 20 მილიონი ევრო კი ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2’’-ის მშენებელმა კომპანიამ გადარიცხა. გერმანიის გარემოსდაცვითი ასოციაციის წარმომადგენლებმა უკვე შეიტანეს სარჩელი ადგილობრივ სასამართლოში ამ ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით.

გერმანია დაინტერესებულია, რომ გაზსადენის მშენებლობა მალე დასრულდეს. ხელისუფლების მტკიცებით, საჭიროა დამატებითი რაოდენობის ბუნებრივი აირი, რათა ბირთვულ და ქვანახშირზე დაფუძნებული საწვავი ენერგია აღარ გამოიყენონ. ექსპერტების განცხადებით, ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2’’ ის მშენებლობა საჭირო არ არის და ამავე დროს ეწინააღმდეგება  ევროკავშირში ენერგეტიკისა და კლიმატის განვითარებას.

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის დაპატიმრებისა და რუსეთში გასულ კვირას გამართული მასშტაბური საპროტესტო აქციების ფონზე გერმანიის ხელისუფლებას კვლავ მოუწოდებენ, შეაჩეროს გაზსადენ ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2’’ ის მშენებლობა.

მაგრამ მიუხედავად ნავალნის გათავისუფლების მოთხოვნისა, გერმანიის ხელისუფლების პოზიცია გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებით არ შეცვლილა. ხელისუფლება აცხადებს, რომ  გაზსადენის მშენებლობა და ნავალნის საქმე ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული.

 

 

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend