მთავარიგადაცემებიგლობალური საუბარიამერიკის სახელმწიფო მდივანი ნატოზე, ჩინეთზე, რუსეთსა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზასადენზე საუბრობს

ამერიკის სახელმწიფო მდივანი ნატოზე, ჩინეთზე, რუსეთსა და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზასადენზე საუბრობს

ენტონი ბლინკენი 2021 წლის 26 იანვრიდან ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაში ამერიკის სახელმწიფო მდივნის პოსტს იკავებს. მას სახელმწიფო მოხელისა და დიპლომატის დიდი გამოცდილება აქვს,  2013-2015 წლებში ეკავა ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილის პოსტ, 2015-2017 წელბში კი პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციაში სახელმწიფო მდივნის მოადგილე იყო.

ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში თავისი ბოლო ვზისიტის დროს ენტონი ბლინკენი პრეზიდენტ ბაიდნესი ადმინისტრაციის პირიობებეში ტრანსატლიანტიკური ალიანსის ურთერთობეებზე გვესაუბრა. იგი შეეხო ისეთ საკითხებსაც, როგორებიცაა გაზსადენის პროექტი „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, პანდემია, ჩინეთთან და რუსეთთან ურთიერთობა.

აშშ-ევროკავშირის ურთიერთობა

ენტონი ბლინკენი, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი:

„აქ ერთი მთავარი მიზნით ჩამოვედით, რომ კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი  ერთგულება ჩვენი მთავარი მოკავშირეების –  ნატოს,  ჩვენი ალიანსების, ჩვენი პარტნიორებისა და ასევე  ევროკავშირის მიმართ. ეს იყო ჩვენი მთავარი გზავნილი. ეს ვიზიტი ჩვენი ორკვირიანი ტურნეს ნაწილია, დავიწყეთ იაპონიიდან და კორეიდან, მერე აქ ჩამოვედით, და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ვაჩვენოთ, ამერიკა დაუბრუნდა თავის მოკავშირე სახელმწიფოებს, რომ მათთან ალიანსის  და პარტნიორობის ერთგული რჩება.  და ჩვენ ძალიან, ძალიან კარგად მიგვიღეს.“

ევროკავშირის სანაქციები ჩინეთზე: ჩინეთთან მიმართებით ევროკავშირი ამერიკის პოზიციისკენ ხომ არ იხრება?

„ეს არ არის ჩინეთის წინააღმდეგ გაერთიანება. ეს არ ნიშნავს, რომ ჩინეთის დაჩოქება გვინდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საერთო ინტერესებისა და ფასეულობების დასაცავად ვდგებით ერთად. და ერთი-ერთი ფასეულობა, რომელშიც ჩვენ ყველამ მრავალი წლის განმავლობაში დიდი ძალისხმევა ჩავდეთ, არის ის, რასაც კანონზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს ვუწოდებთ.  ჩვენ მივხვდით, რომ  ქვეყნებს შორის პროდუქტიული თანამშრომლობის საუკეთესო გზა თამაშის ერთიან წესებზე შეთანხმება და მათი დაცვაა.  ჩვენი ამოცანაა, ამ წესების დაცვა უზრუნველვყოთ. და როდესაც რომელიმე ქვეყნა, ჩინეთი იქნება თუ სხვა, ამ წესებს არღვევს და თამაშის წესებს არ იცავს, ჩვენი ვალია, ერთად დავდგეთ და ვთქვათ, რომ წესები უნდა დაიცვან.  გაცილებით ეფექტურია, როდესაც ამას  ერთად, სოლიდარულად ვაკეთებთ.

რამდენად გაღელვებთ რუსეთის ჯარების ყოფნა  აღმოსავლეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში?

„სწორედ ეს იყო დიდი განსჯის საგანი ნატოში მიმდინარე კვირაში. ჩემი აზრით, რუსეთის ზოგიერთი აგრესიული ქმედება ერთნაირად გვაღელვებს. მათ ამერიკაში   Solarwinds-ის პროგრამულ სისტემაზე კიბერთავდასხმა განახორციელეს,  ჩვენს არჩევნებში ჩაერივნენ, ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცების დახოცვაზე, დიდი ალბათობით, ჯილდოს აწესებდნენ. და ჩვენ ყველამ ვიხილეთ ალექსეი ნავალნის ქიმიური იარაღით მოწამვლისა და მკვლელობის მცდელობა, აღარაფერს ვამბობ რუსეთის მიმდინარე აგრესიას აღმოსავლეთ უკრაინაში. და ეს ყველაფერი, ახალი იარაღის სისტემების განვითარებასთან ერთად, მხოლოდ ჩვენ კი არ გვაღელვებს, არამედ ჩვენს მოკავშირეებსა და პარტნიორებსაც. ჩემი აზრით, რუსეთის მიერ შექმნილ პრობლემებზე უკვე ერთი აზრის ვართ და იმაზეც ვთანხმდებით, რომ ამ გამოწვევებს ერთად უნდა გავუმკლავდეთ. მე მგონი, უკვე ყველას აგვეხილა თვალი და პრობლემა დავინახეთ. ვფიქრობ, იმასაც ვაღიარებთ,  რომ სხვა საკითხებშიც გვაქვს საერთო ინტერესები და უნდა ვითანამშრომლოთ:  მაგალითად, ამერიკასა და რუსეთს შორის ბირთვული შეიარაღების  ახალი ხუთწლიანი შეთანხმების საკითხზე. არის კიდევ სტაბილურობის სტრატეგიისა თუ იარაღის კონტროლის საკითხები, რომელთა გადასაჭრელადაც  შეგვიძლია, ვითანამშრომლოთ. მაგარმ ეს ვერ შეგვაჩერებს, რომ მტკიცედ დავდგეთ ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, როდესაც საქმე რუსეთის აგრესიულ ქმედებას ეხება.“

თურქეთი, რომელიც ნატოს ძალიან მნიშვნელოვანი წევრია, იარაღს რუსეთისგან ყიდულობს. ეს ხომ არ არღვევეს ალიანსის სტაბილურობას?

„საიდუმლო არ არის, რომ ამ საკითხზე თურქეთისაგან განსხვავებული პოზიცია გვაქვს, ეს დაუფარავად გამოვხატე თურქ კოლეგასთან შეხვედრის დროს და სხვა მოკავშირეებმაც იგივე გააკეთეს. ისიც მართალია, რომ თურქეთი ძალიან მნიშვნელოვანი მოკავშირეა, რომელიც ჩვენთან ძალიან სერიოზულ საკითხებზე თანამშრომლობს, მათ შორისაა ტერორიზმთან ბრძოლა, სირიისა და სხვა საკითხები. ასე რომ, ჩემი აზრით, ჩვენს ინტერესებშია თურქეთთან ახლო თანამშრომლობის გაგრძელება, თუმცა ჩვენი განსხვავებული ინტერესებიც მხედველობაში უნდა მივიღოთ. ამიტომ ამას პირდაპირ ვამბობთ. ჩვენ ძალიან გულწრფელი და ღია საუბრები გვაქვს. იმედი მაქვს, რომ თურქეთიც გადადგამს ნაბიჯებს ისეთი პრობლემების მოსაგვარებლად, როგორსაც, მაგალითად, „ეს-400“-ის ტიპის სარაკეტო კომპლექსი უქმნის ალიანასს.“

როგორ გგონიათ, თურქეთი გისმენთ? ხმელთაშუა ზღვაში დესტაბილიზაციის პრობლემაა. რა იქნება თქვენი გზავნილი?

„ჩემი აზრით, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში გარკვეული დეესკალაცია შეინიშნება. ნატო ძალიან კარგ როლს თამაშობს ამ კონფლიქტის მოგვარებაში, რომ სადავო ტერიტორიაზე არავინ გადადგას პროვოკაციული ნაბიჯი. თურქეთმა უკვე დაიწყო გემების გაყვანა იმ აკვატორიიდან, რომელსაც სხვები თავისად მიიჩნევენ. ჩვენ გვინდა, ეს დავა მშვიდობიანად გადაწყდეს, საერთაშორისო კანონის დაცვით. სხვათა შორის, თუ გავითვალისწინებთ, რომ დავა ბუნებრივ რესურსებს ეხება, ამან შეიძლება შეარიგოს ქვეყნები, ამ რესურსების ერთობლივ გამოყენებას, ერთობლივ ინვესტიციებსა და ექსპლოატაციას ნამდვილად შეუძლია ქვეყნების დაახლოება. იმედი გვაქვს, რომ სწორედ ეს მოხდება.“

რას იტყვით „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ პროექტზე? თქვენს კომენტარს, რომ ეს პროექტი უკრაინის ინტერესებს ეწინააღმდეგება და ევროპამ უნდა შეაჩეროს იგი, გერმანიაში დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მაგრამ ეს გაზსადენი, ფაქტობრივად დასრულებულია. კომპრომისის მიღწევას ეცდებით?

„უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანი ის არის, რომ გერმანია ჩვენი ერთ-ერთი საუკეთესო მოკავშირეა მთელ მსოფლიოში. ყოველ დღე, როგორც უახლოესი პარტნიორები,  უამრავ ისეთ საკითხზე ვმუშაობთ ერთად, რომლებიც დიდ გავლენას მოახდენენ ჩვენს მოქალაქეებზე. და ის ფაქტი, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2-ზე“ უთანხმოება გვაქვს, გავლენას არ ახდენს და ვერც მოახდენს ზოგადად ჩვენს თანამშრომლობასა და ურთერთობაზე. მაგრამ ჩვენი აზრი საკმაოდ ნათლად გამოვხატეთ. პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ძალიან ცუდი გარიგებაა ევროპისთვის, ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის, ის ძირს უთხრის ევროკავშირის მთავარ პრინციპებს, ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით. ჩემი აზრით, იგი პრობლემას უქმნის უკრაინას, პოლონეთსა და სხვა ქვეყნებს, რომლებზეც ჩვენ ვზრუნავთ. ჩავთვალე, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო, პირდაპირ და დაუფარავად მეთქვა ეს ჩემი მეგობრისთვის ჰაიკო მაასითვის Heiko Maas, რომ ორაზროვნება აღარ იყოს. ამერიკის შეერთებულ შტატებში გვაქვს კანონი, რომელიც იმ კომპანიების სანქცირებას ითხოვს, რომლებიც ამ გაზსადენის მშენებლობაში  მონაწილეობენ. ამიტომ მსურდა, დავრწმუნებულიყავი, რომ ჩვენი პარტნიორები სწორედ ხვდებიან ჩვენს მიდგომას ამ საკითხთან დაკავშირებით და აცნობიერებენ, რისი გაკეთება მოგვიწევს მომავალში. აი, ეს გავაკეთეთ.“

ახლა ევროპა სერიოზულ კრიზისს განიცდის: არ აქვს საკმარისი ვაქცინა, თითქმის ერთი წელია  მოქმედებს საყოველთაო კარანტინი, რომელიც   ეკონომიკას ანგრევს. ამერიკას რისი გაკეთება შეუძლია?

„ეს უზარმაზარი, ისტორული დონის გამოწვევა იყო ყველასთვის ამერიკაშიც. ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი დავკარგეთ პანდემიის გამო. მე ვიცი, რა დამანგრეველი შედეგი მოუტანა მან ევროპას და როგორი წარუშლელი კვალი დატოვა ადამიანებზე. ჩვენ გვსურს, რომ ამ პრობლემასთან დაკავშირებით ერთგული პარტნიორი და საერთაშორისო ლიდერი ვიყოთ. 10 დღის წინ „ოთხმხრივი უსაფრთხოების დიალოგის“ მონაწილე ქვეყნებთან, ავსტრალიასთან, იაპონიასა და ინდოეთთან ერთად, გამოვედით ინიციატივით, რომელიც ვაქცინაზე წვდომას ძალიან გაამარტივებს. ვაქცინების გარკვეული ნაწილი მივაწოდეთ ჩვენს მეზობლებს, მექსიკასა და კანადას და რამდენიმე კვირაში კიდევ მეტი გაკეთდება ამ მხრივ.“

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend