მთავარიდღის ამბებიამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს იმ კომპანიას, რომელმაც "ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ააშენა

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს იმ კომპანიას, რომელმაც “ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ააშენა

ამერიკის შეერთებული შტატები სანქციებს უწესებს იმ კომპანიას, რომელმაც ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“ ააშენა. ეს გადაწყვეტილება აშშ-მ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დონეცკისა და ლუგანსკის სუვერენიტეტს მხარი დაუჭირა, ამის საპასუხოდ კი გერმანიის მთავრობამ რუსეთ-გერმანიის პროექტი შეაჩერა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარომადგენელმა განაცხადა, რომ პროექტი ,,ჩრდილოეთის ნაკადი 2“  განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულია.

„გუშინ ჩვენმა გერმანელმა მოკავშირეებმა გადამწყვეტი ზომები მიიღეს იმის უზრუნველსაყოფად, რომ გაზსადენი ,,ჩრდილოეთის ნაკადი  2“, რომელიც რუსეთის ფედერაციის მხრიდან 11 მილიარდი დოლარის ღირებულების ინვესტიციას მოიცავდა, განუსაზღვრელი ვადით შეჩერებულიყო”, – განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ნედ პრაისმა.

რუსეთის სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილი ენერგეტიკული კომპანია „გაზპრომის“ საკუთრებაში არსებული გაზსადენი დასავლეთ ციმბირიდან გერმანიამდე გადის, რაც აორმაგებს უკვე გამოყენებული ,,ჩრდილოეთის ნაკადი 1“ -ის გაზსადენის სიმძლავრეს.

თუ პროექტი წარმატებით დასრულდებოდა, რუსეთისთვის შემოსავლის მთავარი წყარო იქნებოდა, თუმცა ეს ახლა ნაკლებად სავარაუდოა.

ევროკავშირმა ასევე  დააწესა სანქციების პაკეტი, რომლის მიხედვით, პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირებსა და  ბიზნესმენებს, აეკრძალებათ ევროკავშირში გამგზავრება, მათი აქტივები კი გაიყინება.

ახლა,   ევროკავშირის ლიდერები  ბრიუსელში საგანგებო სამიტს მართავენ,  და რუსეთ-უკრაინის კრიზისს განიხილავენ

ავტორი: მარიამ ქობულია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend