მთავარისპორტი"ბაიერნ მიუნხენმა" "ბარსელონა" დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა

“ბაიერნ მიუნხენმა” “ბარსელონა” დაამარცხა და ჯგუფში ჩატოვა

კატალონიის “ბარსელონასთვის” უეფას ჩემპიონთა ლიგის სეზონი დასრულდა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში ჩავი ერნანდესის გუნდი “ბაიერნ მიუნხენის” წინააღმდეგ 0:3 დამარცხდა, ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის პლეიოფში იასპარეზებს.

„მე და ჩემს გუნდს გვსურდა ამ მატჩის მოგება და ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის გაგრძელება, თუმცა სიმართლე ის არის რომ „ბაიერნ მიუნხენის“ დონეზე არ ვართ. ეს მწარე რეალობაა, რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ. დღეიდან უნდა ვიმუშავოთ იმისათვის, რომ დავაბრუნოთ „ბარსელონას“ გულშემატკივრები იქ, სადაც მათი ადგილია და ეს ევროპა ლიგა არ არის! საკუთარი თავების მიმართ უფრო მომთხოვნები უნდა ვიყოთ, წარმატებისთვის ბევრი რამ გვაკლია და ეს უნდა გამოსწორდეს,” – განაცხადა მატჩის შემდეგ “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა.

2003-2004 წლების სეზონის შემდეგ “ბარსელონა” ევროპა ლიგაზე პირველად იასპარეზებს, მაშინ ტურნირს უეფას თასი ერქვა. ჯგუფიდან ჩემპიონთა ლიგის საგზური “ბაიერნთან” ერთად “ბენფიკამაც” მოიპოვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend