მთავარიკუბიCIT: უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რაოდენობა საგანგაშოა

CIT: უკრაინის საზღვართან რუსი სამხედროების რაოდენობა საგანგაშოა

ჟურნალიტებისა და ბლოგერების საერთაშორისო გუნდმა Conflict Intelligence Team-მა გამოაქვეყნა თავისი გამოძიების დასკვნა, რომელშიც უკრაინის საზღვართან „საგანგაშო“ რაოდენობის რუსი სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის გადაადგილებაზეა საუბარი. ანალიტიკოსებმა შეაგროვეს ფოტოები, ვიდეომასალა და დოკუმენტები, რომლებიც უკრაინის აღმოსავლეთ საზღვართან პოლიგონებზე ტექნიკის გადატანას ამტკიცებს. ფოტოებზე ასახულია, როგორ გადააქვთ ტექნიკა მანქანებით ყირიმში, ორ ვიდეოჩანაწერში კი ჩანს მატარებელი, რომელსაც გადაჰყავს ტანკები ვალუიკის დასახლებაში, რომელიც უკრაინის საზღვართან 20 კილომეტრშია.

ანალიტიკოსებმა ტიკტოკზეც აღმოაჩინეს ვიდეო, რომელიც 11 ნოემბერს გამოქვეყნდა. ამ მასალის მიხედვით, ყირიმში, სტავროპოლის ტერიტორიაზე მოტომსროლელი დივიზიები სხვადასხვა აღჭურვილობით ტვირთავენ მანქანებს. ტიკტოკზე გამოქვეყნდა კიდევ ერთი ვიდეო, რომელზეც ჩანს ტანკებით დატვირთული მატარებელი.

CIT

ჟურნალისტები თავიანთ დასკვნაში აღნიშნავენ, რომ სამხედრო ტექნიკა უფრო ნელა გადააქვთ,  ვიდრე ეს ამავე წლის აპრილში იყო, თუმცა თუ ეს პროცესი გაგრძელდება, 2022 წლის იანვარში რუსული არმიის აღჭურვილობის რაოდენობა, უკრაინასთან შედარებით, აპრილის მაჩვენებელს გადააჭარბებს.

დასავლური მედია და პოლიტიკოსები უკრაინის საზღვართან რუსული სამხედრო ტექნიკის გააქტიურებაზე უკვე რამდენიმე კვირაა საუბრობენ. გამოცემა „ნიუ-იორკ თაიმსმა“ დაწერა, რომ ამერიკულმა დაზვერვამ გააფრთხილა თავისი მოკავშირეები ევროპაში უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სავარაუდო შეჭრასთან დაკავშირებით. მოგვიანებით თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით, მსგავსი ინფორმაცია გამოაქვეყნეს „ვოშინგტონ პოსტმა“ და გამოცემა „ბლუმბერგმა“.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend