საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა, თორნიკე შენგელიამ ევროლიგის მეათე ტურში “ბარსელონას” წინააღმდეგ იასპარეზა. “ცსკასა”და კატალონიელთა დაპირისპირება “ბარსელონას” გამარჯვებით 81:73 დასრულდა.
თორნიკე შენგელიამ 17 ქულა, 6 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა გაიფორმა. 10 ტურის შემდეგ “ცსკა” 10 ქულით მეათე ადგილზეა, “ბარსელონა” კი 8 გამარჯვებით და 2 მარცხით პირველ ადგილს იკავებს.