მთავარი საქართველო რატომ შემცირდა საცხოვრებელი ბინების გაყიდვები თბილისში

რატომ შემცირდა საცხოვრებელი ბინების გაყიდვები თბილისში

სამშენებლო სფერო საქართველოში წარმატებულია და სხვადასხვა მონაცემებით ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის კომბინირებული წილი დაახლოებით 20%-ია.

ბიზნესის ამ წარმატებულ სფეროსაც პანდემიამ ძლიერი დარტყმა მიაყენა. ახალი კვლევის თანახმად, რომელიც „თიბისი კაპიტალმა“ აწარმოა, მარტო თბილისში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები 9%-ით შემცირდა.

მენაშენეთა ასოციციაში ამის მრავალ მიზეზს ასახელებენ. ყველაფერი, რაც მშენებლობას უკავშირდება ლარის გაუფასურების გამო მკვეთრად გაძვირდა, რამაც გასაყიდი კვადრატული მეტრის ფასის ზრდაც გამოიწვია.

მენაშენეთა ასოციაციაში შემავალი კომპანიები გამოსავალზე დიდი ხანია ფიქრობენ. თუ გასაყიდი პროდუქციის ფასს შეამცირებენ, კომპანია გაკოტრდება.

თუ ფასის ზრდას გააგრძელებენ, გაყიდვები კიდევ უფრო შემცირდება და კომპანიის საქმიანობას მაინც აზრი დაეკარგება.

სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისა და ეკონომიკის სპეციალისტების აზრით, ერთ-ერთი გამოსავალი მოსახლეობის ფულზე ხელმისავდომობაა.

თუმცა რიგითი მოქალაქეების შემოსავალი არ იზრდება, ლარი უფასურდება, ინფლაცია იმატებს და პროდუქტები ძვირდება.

ყველაზე დრამატული კი ამ ფონზე იპოთეკური სესხების გაძვირებაცაა.

მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქების ნაცვლად იმისთვის, რომ ლარის კურსი დაიჭიროს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოსახლეობას სესხები ბოლო გადაწყვეტილებით 10%-მდე გაუძვირა.

იპოთეკური სესხის სიძვირე კი, მოსახლეობისთვის კიდევ ერთი შემაკავებელი ფაქტორია, იყიდოს ბინა.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

ბინებიბინები

Send this to a friend