კატეგორიები

პოლონეთში ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტთა მდგომარეობა გააპროტესტეს

პოლონეთში ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე მიგრანტთა მდგომარეობა გააპროტესტეს

ათასობით პოლონელმა სოლიდარობა გამოუცხადა იმ მიგრანტებსა და თავშესაფრის მაძიებლებს, რომლებიც ბელარუს-პოლონეთის საზღვრის გადალახვას ცდილობენ.

ისინი პოლონეთის ხელისუფლებას სასტიკ ქცევაში ადანაშაულებენ. მიგრანტების უკან დახევასა და საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებამ, უფლებადამცველებს ხელი შეუშალა ადამიანების დასახმარებლად წასულიყვნენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე შუქმა” საზღვრის მახლობლად მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მოუწოდა, მიგრანტები საკვებითა და თავშესაფრით უზრუნველყონ.

სიცივე მიგრანტების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. სოციალური მედიით წამოწყებულმა კამპანიამ შესაძლოა, გაზარდოს მიგრანტების დახმარების მსურველთა რიცხვი.

დაკავშირებული ამბები
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვს მოუწოდებს, პუტინს ურჩიოს უკრაინაში ომის დასრულება პოლონეთის დაზვერვა ქვეყნის წინააღმდეგ მოსალოდნელი რუსული იერიშების შესახებ საუბრობს
სხვა ამბები