მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთი საფრანგეთისთვის 63 მილიონ ევროს გამოყოფს

ბრიტანეთი საფრანგეთისთვის 63 მილიონ ევროს გამოყოფს

დიდმა ბრიტანეთმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა ფრანგული მხარე, რომ გაგზავნის დაპირებულ თანხებს მიგრანტებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად. მიგრანტთა საკითხი კიდევ უფრო ამწვავებდა ლონდონსა და პარიზს შორის წარმოქმნილ თევზჭერასთან დაკავშირებულ უთანხმოებას. ბრიტანეთმა პირობა დადო, რომ საზღვრების დასაცავად 63 მილიონ ევროს გამოყოფს.

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანინი სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.  წინა ღამით მას ბრიტანელმა კოლეგამ მისწერა, რომ ისინი შეთანხმებით გათვალისწინებული თანხის გადახდას აპირებენ. დარმანინი კმაყოფილია,  პირობა რომ არ დაარღვიეს. როგორც თავად აღნიშნავს, მას ოდნავადაც არ შეჰპარვია ეჭვი ბრიტანელი ქალებისა და მამაკაცების ღირსებაში.

ბოლო დროს კი სულ უფრო მეტი მიგრანტი ცდილობს ბრიტანეთში მოხვედრას. გასულ უქმეებზე 1300 ადამიანმა სცადა ლა-მანშის სრუტეზე გადასვლა. ზოგიერთს სამედიცინო დახმარებაც  კი დასჭირდა, რადგან ბევრ მათგანს მწვავე ჰიპოთერმია განუვითარდა. ბრიტანეთი დიდი ხანია, მიგრანტთა სამიზნეა, ძირითადად სალაპარაკო ენის გამო. თუმცა ახლა ბრიტანეთის მთავრობა პირობების გამკაცრებას აპირებს  თავშესაფარის მაძიებელთათვის და მათთვის, ვინც უკანონოდ კვეთს საზღვრებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend