მთავარიმსოფლიოთურქეთის პრეზიდენტი სოჭს ეწვია

თურქეთის პრეზიდენტი სოჭს ეწვია

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუსეთის ფედერაციაში, ქალაქ სოჭში ვიზიტით იმყოფებოდა.

თურქმა ლიდერმა რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ურთიერთობა ორ სახელმწიფოს შორის დადებითად განვითარდა.

რუსეთის ფედერაციისა და თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტების შეხვედრას წინ უსწრებდა ანკარას მიერ იდლიბის პროვინციაში მხარდაჭერილი სირიელი ოპოზიციონერების დაბომბვა.

გასულ წელს მოსკოვსა და ანკარას შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად იდლიბის პროვინციაში სირიის მთავრობის სამხედრო შეტევა შეჩერდა.

ამ სამხედრო ოპერაციის ფარგლებში სირიის მთავრობას მხარს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები უჭერდნენ.

სამხედრო მოქმედებების შედეგად ასობით სამოქალაქო პირი დაიღუპა, მილიონამდე ადამიანს კი საცხოვრებელი სახლების დატოვება მოუწიათ. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, სირიაში მშვიდობა მოსკოვსა და ანკარას შორის ურთიერთობებზეა დამოკიდებული.

“სირიასთან დაკავშირებით მიღწეული შეთანხმება ჩვენს შორის დიდი მნიშვნელობის მატარებელია. სირიაში მშვიდობა დიდწილად არის დამოკიდებული თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობებზე“, –  განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა.

ანკარაში შიშობენ, რომ ჩრდილოეთ სირიაში მდგომარეობის გართულება, თურქეთში ლტოლვილების ახალი ტალღის შესვლას გამოიწვევს.

14 სექტემბერს ბაშარ ალ ასადი მოსკოვს ეწვია და ჩრდილოეთ სირიაში ამერიკის შეერთებული შტატებისა და თურქეთის რესპუბლიკის ჯარების ყოფნა გააკრიტიკა. რუსეთის ლიდერის განცხადებით, ანკარამ და მოსკოვმა ორივესათვის მისაღები კომპრომისის მიღწევა ისწავლეს.

“მოლაპარაკებების წარმოება ყოველთვის მარტივი არ არის, მაგრამ საბოლოო შედეგი დამაკმაყოფილებელია. ჩვენმა მთავრობებმა ისწავლეს ორივე მხარისათვის მისაღები კომპრომისის მიღწევა“, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წელს დაიწყო. ომის შედეგად ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი კი დევნილად იქცა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend