მთავარიევროპაგერმანიაგერმანიის არჩევნებში გამარჯვებული პარტია კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისთვის ემზადება

გერმანიის არჩევნებში გამარჯვებული პარტია კოალიციური მთავრობის დაკომპლექტებისთვის ემზადება

გერმანიაში ანგელა მერკელის 16-წლიანი მმართველობის დასრულება „სოციალ-დემოკრატმიული პარტიის“ ლიდერმა ოლაფ შოლცმა მოახერხა.

მას შემდეგ, რაც კონსერვატიული პარტია ოპოზიციაში გადავიდა, გამარჯვებული პარტიის ლიდერმა განაცხადა, რომ მათ გერმანიის არჩევნებზე ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენეს.

,,ქრისტიან-დემოკრატიული“ პარტიის ლიდერმა არმინ ლაშეტმა არჩევნებში დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ არცერთი პარტია არ სარგებლობს საზოგადოების დიდი მხარდაჭერით და იმედოვნებს, რომ ის კვლავ უხელმძღვანელებს ახალ მთავრობას.

გერმანიაში ახალი მთავრობის დაკომპლექტება ცალ-ცალკე არცერთ პარტიას არ შეუძლია. ამიტომ კონსულტაციები კოალიციური მთავრობის ჩამოსაყალიბებლად იმ პარტიებთან მიმდინარეობს, რომლებმაც შედარებით ნაკლები მხარდაჭერა მოიპოვეს საპარლამენტო არჩევნებში.

პოლიტიკის მკვლევრები ფიქრობენ, რომ ახალ მთავრობაში იქნებიან მწვანეთა პარტია და „თავისუფალი დემოკრატები”. თუ ისინი რომელიმე მთავარ პარტიასთან გადაწყვეტენ მუშაობას, მათ განსხვავებული პოზიციები უნდა შეაჯერონ გადასახადებთან, ხარჯებთან და კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებით.

,,პარტიები, რომლებსაც ბოლო წლების განმავლობაში სურდათ სტატუს-კვოს შეცვლა, იყვნენ „მწვანეები“ და „თავისუფალი დემოკრატები“. ამიტომ, პირველ რიგში, ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ენა, რათა შევაჯეროთ ფუნდამენტური განსხვავებები, რომლებიც ჩვენ შორისაა.  შესაძლოა, ახალი კოალიციის მთავარი ცენტრი სწორედ ჩვენ ვიყოთ“, – განაცხადა პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა კრისტიან ლინდნერმა.

ჩატარებული კვლევების თანახმად, საზოგადოების 37% მხარს უჭერს კოალიციურ მთავრობას , რომელიც დაკომპლექტდება რამდენიმე პარტიის „სოციალ-დემოკრატების“, „ლიბერალებისა“ და „მწვანეთა პარტიის“ წარმომადგენლებით. თუ როგორი იქნება გერმანიის ახალი მთავრობის შემადგენლობა, ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend