კატეგორიები

სან-მარინოში აბორტი ლეგალური გახდა

სან-მარინოში აბორტი ლეგალური გახდა

სან მარინოს მოსახლეობამ რეფერენდუმში მხარი აბორტის ლეგალიზაციას დაუჭირა. ამომრჩეველთა 77-მა პროცენტმა 150 წლის წინანდელი კანონის გაუქმება მოითხოვა, რომლის მიხედვით აბორტი აკრძალული იყო.

ახალი კანონმდებლობის მიხედვით, ქალს აბორტის გაკეთება პირველი 12 კვირის განმავლობაში შეეძლება, ხოლო ამ ვადის გასვლის შემდეგ აბორტი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ნებადართული, თუ დედის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება ან ნაყოფს პათოლოგიები აღენიშნება.

რეფერენდუმში მოსახლეობის 40-მა პროცენტმა მიიღო მონაწილეობა.

 

 

Related news
კიევის რეჟიმმა უპილოტო საფრენი აპარატით კრემლზე იერიში სცადა – მოსკოვი სან-მარინოში აბორტი ლეგალური გახდა
სხვა ამბები