მთავარიევროპანორვეგიანორვეგიაში არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა

ნორვეგიაში არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა

ნორვეგიაში ქვეყნის საყოველთაო არჩევნებში გამარჯვება მემარცხენე ოპოზიციამ მოიპოვა. წინასწარი შედეგებით, კონსერვატიული მთავრობის 8-წლიანი მმართველობა პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგის ხელმძღვანელობით დასრულდა.

შედეგების ოფიციალურად გამოცხადების შემდეგ, მემარცხენეების ლიდერი იონას გარ სტორე სავარაუდოდ, კოალიციურ მთავრობას წარადგენს.

,,ჩვენო ძვირფასებო, ჩვენ ველოდით ამ გამარჯვებას და ახლა ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ეს შევძელით. ამ არჩევნებში ლეიბორისტულ პარტიას, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი მიზნები ჰქონდა. ახალი მთავრობა ნორვეგიაში დაასრულებს 8-წლიან კონსერვატიულ პოლიტიკას. ახალი მთავრობა იქნება საზოგადოების ინტერესების დამცველი და სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებული“, – განაცხადა ოპოზიციის ლიდერმა იონას გარს სტორემ.

ნორვეგიის პარლამენტში ოპოზიცია 169 ადგილიდან 104-ს დაიკავებს, რაც საკმარისი რაოდენობაა სოლბერგის კონსერვატიული კოალიციის ჩასანაცვლებლად.

როგორც ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა არჩევნების შემდეგ განაცხადა, მხოლოდ სასწაულით შეძლებდნენ მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენას.

,,როგორც არჩევნების შედეგი გვაჩვენებს, ამომრჩევლების სურვილია, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში კოალიციური მთავრობა მართავდეს ნორვეგიას. კონსერვატორების სამუშაო სხდომა მთავრობაში ამ დროისთვის დასრულებულია. რა თქმა უნდა, მე მსურდა, კონსერვატორებს უფრო მეტი ხმა მიეღოთ, მაგრამ ჩვენ ვიცოდით, რომ მხოლოდ სასწაულის შემთხვევაში დავრჩებოდით ზედიზედ სამჯერ ხელისუფლებაში“, -განაცხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა ერნა სოლბერგმა.

ნორვეგიის ოპოზიციის ლიდერმა ახლა კოალიციური მთავრობა უნდა დააკომპლექტოს. შესაბამისი მოლაპარაკებები სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან უკვე დაწყებულია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend