კატეგორიები

18 წლის კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

18 წლის კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის მეოთხედფინალშია

18 წლის კარლოს ალკარასი ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობაზე მეოთხედფინალში ითამაშებს.

ესპანელმა ჩოგბურთელმა მერვედფინალში გერმანელი პეტერ გოჟოვჩიკი 3:2 დაამარცხა.

31 წლის მანძილზე ალკარასი ყველაზე ახალგაზრდა ჩოგბურთელია, რომელმაც დიდი სლემის ტურნირის მეოთხეფინალში გასვლა შეძლო. 1990 წელს ეს მაიკლ ჩანგმა გააკეთა.

მეოთხედფინალში ალკარასის მეტოქე ფელიქს ოჟე-ალიასიმი იქნება. მატჩი 7 სექტემბერს გაიმართება.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის დამაჯერებელი გამარჯვება ავსტრიასთან და 1/8 ფინალის საგზური მასპინძელი მექსიკის ნაკრები 1/8 ფინალშია.
სხვა ამბები