მთავარი გადაცემები კუბი პრემია „ლიტერას“ ავტორები და ჟიურის წევრები ტოვებენ

პრემია „ლიტერას“ ავტორები და ჟიურის წევრები ტოვებენ

ლიტერატურულ პრემია „ლიტერას“ მონაწილეები და ჟიურის წევრები ტოვებენ. ავტორებმა პროტესტი მასობრივად მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ჟიურის 5 წევრიდან ერთს კულტურის სამინისტრო ნიშნავდა. უფრო მეტ დეტალს ამასთან დაკავშირებით ანეტ მიქელაძე გვეტყვის რუბრიკაში „კუბი“.

ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ კონკურსი პროტესტის ნიშნად 15-ზე მეტმა ავტორმა და ჟიურის სამმა წევრმა დატოვა. ორგანიზაცია „პენცენტრი“, რომელიც ქართველ მწერლებს აერთიანებს, ავრცელებს განცხადებას, რომელშიც კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ გაიწვიოს მის მიერ დანიშნული „ლიტერას“ ჟიურის წევრი. როგორც „პენცენტრში“ აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ პრემიას სახელმწიფო აფინანსებს, აქამდე სამინისტრო შიდა საქმეებში ასე არ ჩარეულა.

ლიტერა“ კულტურის სამინისტრომ და მწერალთა სახლმა 2015 წელს დააარსა. მას შემდეგ პრემიას სხვადასხვა ნომინაციაში ყოველ წელს გასცემენ. თავდაპირველად კონკურსი  პროტესტის ნიშნად კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გამო 4-მა კონკურსანტმა დატოვა, ხოლო მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ჟიურის ერთ წევრს სამინისტრო ნიშნავდა, უკვე ბევრმა ავტორმა გადაწყვიტა ნაშრომების კონკურსიდან მოხსნა.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
00:01:55

ერთი ექიმის ამბავი

Send this to a friend