მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოინგლისში დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა 12 ივლისს გაუქმდეს

ინგლისში დაწესებული შეზღუდვები შესაძლოა 12 ივლისს გაუქმდეს

ინგლისში დაწესებული შეზღუდვები, კერძოდ, პირბადის ტარება და სოციალური დისტანცია, შესაძლოა 12 ივლისს გაუქმდეს, ამის შესახებ განცხადება ინგლისის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა გააკეთა. მისი, თქმით ინგლისის მოქალაქეებს უკვე შეუძლიათ სახლიდან აღარ იმუშაონ და თავიან სამუშაო ადგილებს დაუბრუნდნენ.

,, ჩვენ  45 მილიონზე მეტი ზრდასრული ადამიანი გვყავს აცრილი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში მალტას შემდეგ. 19 ივლისისთვის ახალგაზრდებს შესაძლებლობა ექნებათ, ვაქცინის მეორე დოზა მიიღონ. ჩვენ გვსურდა, დარწმუნებული ვყოფილიყავით, რომ ვაქცინები ხელს უწყობს კორონავირუსის დამარცხებას, რაც დრო გადის, კიდევ უფრო ვრწმუნდებით, რომ ვაქცინაცია წარმატებულია, საავადმყოფოებში მოთავსებულთა უმრავლესობა ვაქცინირებული არ არის“ – განაცხადა ინგლისის პრემიერ-მინისტრმა

მიუხედავად იმისა, რომ ,,დელტა“ შტამი ევროპის ქვეყნებშიც სწრაფად ვრცელდება და განსაკუთრებით 10-დან 29 წლამდე ახალგაზრდები ინფიცირდებიან, ზოგიერთ ქვეყნებში მაინც ახერხებენ პლაჟებზე დასვენებას. მაგალითად, ბარსელონაში ხალხმრავლობაა ზღვის სანაპიროებზე, მიუხედავად სოციალური დისტანციის დაცვისა, ესპანეთის მოქალაქეები არ არიან დარწმუნებული, რომ მათი პლაჟზე დასვენება უსაფრთხოა.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ხელისუფლება აძლიერებს ვაქცინაციის კამპანიას კორონავირუსის წინააღმდეგ, ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდ 19-ის 24 353 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 654 ადამიანი კი გარდაიცვალა. კოვიდინფიცირებული პაციენტების რაოდენობის მიხედვით, რუსეთი ამერიკის შეერთებული შტატების, ინდოეთის, ბრაზილიისა და საფრანგეთის შემდეგ მსოფლიოში მე-5 ადგილზეა.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:51

Sony World Photography Awards 2024

spot_imgspot_img
Send this to a friend