მთავარიგადაცემებიანგოლაანგოლა ალმასების გადამუშავებას იწყებს

ანგოლა ალმასების გადამუშავებას იწყებს

ანგოლა ალმასის ყველაზე მსხვილ მწარმოებელ ქვეყნებს შორის მსოფლიოში მეექვსე, აფრიკის კონტინენტზე კი მესამე ადგილს იკავებს. „ევრონიუსმა“ ადგილზე გაარკვია, თუ როგორ ვითარდება ეს ისტორიული დარგი, პანდემიის მიუხედავად. იგი ხელს უწყობს როგორც ანგოლის ეკონომიკის აღმავლობას, ისე სოციალურ განვითარებას.

ანგოლის ალმასით მდიდარ სამხრეთ ლუნდის პროვინციაში უზარმაზარი ინვესტიციები იდება. ქალაქ საურიმოს ალმასის ინდუსტრიაში ახალი ჰაბი იქმნება, რომელიც მწვანე ენერგიით მარაგდება. აქ საჯარო და კერძო სექტორი ერთად იმუშავებს. ჰაბის მიზანი ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობა და ალმასის წარმოების სრული პოტენციალის ათვისებაა. ჰაბის ცენტრში განლაგებულია ალმასის გადამამუშავებელი ქარხანა, ოფისები და სპეციალური გადამზადების ცენტრი.

ხოსე განგა ჯუნიორი, Endiama-ს პრეზიდენტი:

„ეს ჰაბი ალმასის საწარმოო ჯაჭვის ზრდას ემსახურება. აქამდე ჩვენ ძირითადად დაუმუშავებელ ალმასს ვაწარმოებდით და ექსპორტზე გაგვქონდა. ამ ჰაბის წყალობით ანგოლაში ალმასის გადამუშავებაც იქნება შესაძლებელი. ჩვენი მიზანია, რომ მოპოვებული ალმასის 20 პროცენტი ახლო მომავალში  ანგოლაში დამუშავდეს.

 
ენრიკეს კარდოსო, ინჟინერი და საურიმოს ალმასის განვითარების ჰაბის პროექტის დირექტორი:

[br]„გადამზადების ცენტრში 11 კურსი იქნება მადნის მოპოვების მიმართულებით. კურსებს ლაბორატორიებიც მოემსახურება. ამ ცენტრში ჩვენს თანამშრომლებს გადავამზადებთ, რომლებიც სწავლების სრულ კურსს გაივლიან.”

ეს ცენტრი ალმასის  ინდუსტრისითვის მუშახელის მომზადებასა და  ანგოლის ეკონომიკის დივერსიფიცირებას ემსახურება.

ენრიკეს კარდოსო, ინჟინერი და საურიმოს ალმასის განვითარების ჰაბის პროექტის დირექტორი:

„ ეს განვითარების ჰაბია, რომელიც აქცენტს რეგიონზე აკეთებს, მაგრამ უშუალოდ ქვეყანასაც ემსახურება, განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილს. ახალგაზრდები ამ ცენტრში ტექნიკურ და პროფესიულ გადამზადებას გაივლიან და დასაქმების ბაზარზე უფრო მომგებიან მდგომარეობაში იქნებიან.“

ვილსონ კამბუნჯი უკვე გადაემზადა და მზის ელექტროსადგურში დასაქმდა, რომელიც ჰაბს ემსახურება.

ვილსონ კამბუნჯი, MoTrice-ის გენერალური ასისტენტი, გადამზადების კუსრებით კმაყოფილია:

„ეს სამუშაო ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან ეს ჩემი პირველი სამსახურია, სადაც კოლეგებთან ასეთი ურთიერთობა მაქვს. ეს ბევრს ნიშნავს. ბევრს ვსწავლობ, ძალიან ბევრი  რამ არ ვიცოდი.“

აფრიკის ალმასის საბჭოს მიხედვით, რომელიც ანგოლის ალმასის ინდუსტრიას მართავს, ამ დარგის წლიური წარმოება 1.2 მილიარდი ევროა.

სომილუანას  ალმასის მაღარო ათ წელზე მეტია მუშაობს. აქ დასაქმებული მუშებისთვის, მაგალითად, დიონისიასთვის ამ სექტორის ზრდა ძალიან მნიშვნელოვანია.

დიონისია პინტო, სომილუანას მაღაროს ბრიგადირი:

„ბოლო დროს  ალმასის ინდუსტრიაში ბევრი ქალი მიდის… მე მომწონს ეს საქმე, აქ ბოლომდე ვიხარჯები.“

გასულ წელს ქვეყნების საერთაშორისო ბრენდინგის ინდექსში  [ანგოლამ უპრეცედენტოდ მაღალი  37-ე ადგილი დაიკავა. ქვეყანა ალმასის სექტორში სოციალურ პასუხისმგებლობასა და გამჭვირვალობის ზრდაზეა ორიენტირებული. ეს ორი ფაქტორი აუცილებელია, რომ უცხოური კერძო ინვესტიციები მოიზიდონ.

ხოსე განგა, Endiama-ს პრეზიდენტი:

„ანგოლა ალმასის საბადოების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე პოტენციური ქვეყანაა. იგ ჯერ კიდევ აუთვისებელია და მივესალმებით ნებისმიერ ინვესტორს, რომელსაც ანგოლაში ფულის ჩადება სურს.“

ავტორი: დამონ ემბლინგი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend