კატეგორიები

კოპა ამერიკა ბრაზილიამ მოგებით გახსნა

კოპა ამერიკა ბრაზილიამ მოგებით გახსნა

კოპა ამერიკა 2021-ის პირველ შეხვედრაში ბრაზილიელებმა ვენესუელა 3:0 დაამარცხეს. ანგარიში ნეიმარის პასით მარკინიოსმა მატჩის პირველ ნახევარში გახსნა. ნეიმარმა 64-ე წუთზე პენალტი ზუსტად შეასრულა და ბრაზილიელთა უპირატესობა განამტკიცა. 89-ე წუთზე კი გაბრიელ ბარბოსამ შეხვედრას წერტილი დაუსვა, შედეგიანი გადაცემა კვლავ ნეიმარმა გაიფორმა.

ამავე, B ჯგუფის მეორე შეხვედრაში კოლუმბიამ ეკვადორი 1:0 დაამარცხა. ამ გუნდების გარდა ჯგუფში პერუს ნაკრებიცაა.

A ჯგუფში კი პლეიოფის საგზურისთვის არგენტინის, ჩილეს, პარაგვაის, ბოლივიისა და ურუგვაის ნაკრებები იბრძვიან.

გიორგი სანაძე

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები