მთავარიმსოფლიოპეკინი და ვაშინგტონი

პეკინი და ვაშინგტონი

მსოფლიოს ორი უძლიერესი სახელმწიფოს კონკურენციის დინამიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 60 – მდე ჩინური კომპანია ეგრეთწოდებულ შავ სიაში შეიყვანა.

ამ გადაწყვეტილების მიზეზად ჩინური კომპანიების მიერ ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესებისათვის საფრთხის შექმნა დასახელდა.

ბევრ სფეროში ტრამპის ადმინისტრაციისგან რადიკალურად განსხვავებული პოლიტიკის მიუხედავად ბაიდენის ადმინისტრაცია, შეიძლება ითქვას, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან მიმართებით, უცვლელად მიჰყვება ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში შემუშავებულ საგარეო პოლიტიკას.

ეს ორი მოცემულობის დასტურია:

  • ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები გეოპოლიტიკურად მდგრად საგარეო პოლიტიკას ნიშნავს;
  • ამერიკის შეერთებული შტატები ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ყველაზე ძლიერ გეოპოლიტიკურ კონკურენტად მიიჩნევს;

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის, ვანგ ვენბინის განცხადებით, ვაშინგტონის ეს გადაწყვეტილება თავისუფალი ბაზრის პრინციპების დარღვევაა და ჩინურ ბიზნესთან ერთად ამერიკელ ინვესტორებსაც დააზიანებს.

“ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებამ ძალ ღონე არ დაიშურა, ეროვნულ უსაფრთხოებაზე ზრუნვის მოგონილი მიზეზით, ჩინური ბიზნესის დაზიანებისათვის. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამ ქმედებას წინააღმდეგობას გაუწევს. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინური კომპანიების შავ სიაში შეყვანა თავისუფალი ბაზრის პრინციპების უხეში დარღვევაა. ეს ნაბიჯი აზიანებს არა მხოლოდ ჩინურ ბიზნესს, არამედ ამერიკელ ინვესტორებსაც”,  – განაცხადა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ვანგ ვენბინმა.

[br]საერთაშორისო ურთიერთობების ბევრი მკვლევარი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკისა და ამერიკის შეერთებული შტატების გეოპოლიტიკურ განლაგებას ბრიტანეთის იმპერიისა და გერმანიის მეორე იმპერიის დაპირისპირებას ადარებს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ამომავალი გეოპოლიტიკური გიგანტია, ისევე როგორც ბისმარკის გერმანია საუკუნის დასაწყისში. ამერიკის შეერთებული შტატები კი მსოფლიო ჰეგემონი, როგორც ბრიტანული იმპერია იმავე პერიოდში.

დღესდღეობით ფრონტის ხაზი მხოლოდ სანგრებზე არ გადის.

ეკონომიკური სანქციები უფრო და უფრო აქტიურად გამოიყენება ქვემეხების მაგივრად. ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილება 60 – მდე ჩინური კომპანიის ეგრეთწოდებულ შავ სიაში შეყვანასთან დაკავშირებით სწორედ ამის დასტურია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend