მთავარიკუბიმინსკში ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

მინსკში ოპოზიციონერი ჟურნალისტის დაკავებას საერთაშორისო გამოხმაურება მოჰყვა

ბელარუსში თვითმფრინავის იძულებით დასმასა და ოპოზიციონერ რომან პროტასევიჩის დაკავებას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა. იგი აღნიშნავს, რომ ეს სერიოზული და სახიფათო ინციდენტია, რომელსაც სჭირდება საერთაშორისო გამოძიება. ბელარუსმა უნდა უზრუნველყოს ეკიპაჟის ყველა წევრისა და მგზავრის უსაფრთხო დაბრუნება.

ამ ფაქტს გამოეხმაურა ბელარუსში აშშ-ის ელჩი ჯული ფიშერიც: „ლუკაშენკოს რეჟიმმა დღეს კვლავ გამოხატა ზიზღი საერთაშორისო საზოგადოებისა და თავისი მოქალაქეების მიმართ. აფეთქების საშიშროების იმიტაცია და „მიგ-29-ის“ გაგზავნა Nexta-ს ჟურნალისტის დასაკავებლად  პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, საშიში და ამაზრზენია“.

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოითხოვა რომან პროტასევიჩის გათავისუფლება. „უპრეცედენტო მოვლენაა! სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც ვილნიუსში მიფრინავდა, იძულებით დაეშვა მინსკში. ამ ამაზრზენი მოქმედებების უკან დგას ბელარუსის რეჟიმი. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს რომან პროტასევიჩი!“.

ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხს დღეს ევროკავშირის სამიტზე განიხილავს. ლიეტუვის პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ უკვე მიმართა ევროკომისიას ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აუცილებლად განიხილავენ ამ უპრეცედენტო შემთხვევას და საპასუხო ქმედებების გარეშე არ დატოვებენ.

ინციდენტს ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც: „მივესალმებით “რაინეარის” რეისის უსაფრთხო დაშვებას თავდაპირველი დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ, ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მოგზაურობის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია”, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend