ბელარუსში თვითმფრინავის იძულებით დასმასა და ოპოზიციონერ რომან პროტასევიჩის დაკავებას ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი გამოეხმაურა. იგი აღნიშნავს, რომ ეს სერიოზული და სახიფათო ინციდენტია, რომელსაც სჭირდება საერთაშორისო გამოძიება. ბელარუსმა უნდა უზრუნველყოს ეკიპაჟის ყველა წევრისა და მგზავრის უსაფრთხო დაბრუნება.
Closely monitoring forcible landing in #Belarus of flight to Vilnius & reported detention of opposition figure Roman Protasevich. This is a serious & dangerous incident which requires international investigation. Belarus must ensure safe return of crew & all passengers.
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) May 23, 2021
ამ ფაქტს გამოეხმაურა ბელარუსში აშშ-ის ელჩი ჯული ფიშერიც: „ლუკაშენკოს რეჟიმმა დღეს კვლავ გამოხატა ზიზღი საერთაშორისო საზოგადოებისა და თავისი მოქალაქეების მიმართ. აფეთქების საშიშროების იმიტაცია და „მიგ-29-ის“ გაგზავნა Nexta-ს ჟურნალისტის დასაკავებლად პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, საშიში და ამაზრზენია“.
Lukashenka and his regime today showed again its contempt for international community and its citizens. Faking a bomb threat and sending MiG-29s to force @RyanAir to Minsk in order to arrest a @Nexta journalist on politically motivated charges is dangerous and abhorrent.
— Julie Fisher (@USAmbBelarus) May 23, 2021
ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ მოითხოვა რომან პროტასევიჩის გათავისუფლება. „უპრეცედენტო მოვლენაა! სამოქალაქო თვითმფრინავი, რომელიც ვილნიუსში მიფრინავდა, იძულებით დაეშვა მინსკში. ამ ამაზრზენი მოქმედებების უკან დგას ბელარუსის რეჟიმი. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს რომან პროტასევიჩი!“.
Unprecedented event! A civilian passenger plane flying to Vilnius was forcibly landed in #Minsk. Belarusian political activist & founder of @NEXTA_EN was on the plane. He is arrested. 🇧🇾 regime is behind the abhorrent action. I demand to free Roman Protasevič urgently!
— Gitanas Nausėda (@GitanasNauseda) May 23, 2021
ლიეტუვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამ საკითხს დღეს ევროკავშირის სამიტზე განიხილავს. ლიეტუვის პრეზიდენტის ინიციატივას მხარი დაუჭირა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა მატეუშ მორავეცკიმ, რომელმაც ტვიტერზე დაწერა, რომ უკვე მიმართა ევროკომისიას ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, რომ აუცილებლად განიხილავენ ამ უპრეცედენტო შემთხვევას და საპასუხო ქმედებების გარეშე არ დატოვებენ.
ინციდენტს ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც: „მივესალმებით “რაინეარის” რეისის უსაფრთხო დაშვებას თავდაპირველი დანიშნულების ადგილას – ვილნიუსში. მოხარული ვართ, ბორტზე მყოფი ადამიანების გამო. ყველა მგზავრს უნდა ჰქონდეს უსაფრთხო მოგზაურობის თავისუფლება. მათი იძულებითი დაკავება ყოვლად მიუღებელია”, – წერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.
We welcome the safe landing of the @Ryanair flight to its original destination – Vilnius, 🇱🇹 & are happy for the people onboard. All the passengers must enjoy the freedom of safe travel. Their forced detention is completely unacceptable.
— MFA of Georgia (@MFAgovge) May 23, 2021