მთავარისპორტი"ქუთაისმა" საქართველოს თასი მეოთხედ მოიგო

“ქუთაისმა” საქართველოს თასი მეოთხედ მოიგო

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს თასის ფინალი გაიმართა, რომელშიც “ქუთაისმა” “ოლიმპი” 83:81 დაასრულა.

ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოვიდა, რომლის ბედიც ჟოელ ალმეიდას ორქულიანმა გადაწყვიტა.

გამოცდილმა ფორვარდმა ზუსტი სროლით გუნდს გამარჯვება და საქართველოს თასი მოუტანა, თავად კი მატჩისა და ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

ალმეიდამ თავი 25 ქულით გამოიჩინა, “ოლიმპიდან” კი კახა ჯინჭარაძემ გამოიჩინა თავი, რომლის ანგარიშზეც 22 ქულაა.

აღსანიშნავია, რომ ჯინჭარაძემ სრული 40 წუთი ითამაშა და მთელი მატჩის მიმდინარეობისას ლიდერობდა.

“ქუთაისისთვის” მიმდინარე სეზონში ეს მესამე ტიტულია. კოტე ტუღუშის გუნდმა დუდუ დადიანის მემორიალი და ქორქია-საკანდელიძის მემორიალიც მოიგო, საქართველოს თასის გამარჯვებული კი კლუბის არსებობის ისტორიაში მეოთხედ გახდა.

საქართველოს ჩემპიონატის, სუპერლიგის პლეიოფი მაისში დაიწყება, რომელშიც “ქუთაისი” “დინამოს” დაუპირისპირდება, “ოლიმპის” მეტოქე კი “ცხუმ-აფხაზეთი” იქნება.

გიორგი სანაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend