მთავარისაქართველოსაქართველოში როტარი კლუბი დაარსდა

საქართველოში როტარი კლუბი დაარსდა

1905 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ჩიკაგოში გავლენიანმა და შეძლებულმა მამაკაცებმა ერთ-ერთ სასტუმროში  სერვის კლუბი დაარსეს, სახელწოდებით „როტარი“.

ელიტარული კლუბი ამერიკის მასშტაბით საზოგადოებრივ-ჰუმანიტარულ საქმიანობას ახორციელებდა. მსოფლიოში პირველი სერვის კლუბი პოლ ჰარისმა დაარსა.

მამაკაცთა ეს გაერთიანება გაფართოვდა და მალევე მთელს მსოფლიოში გავრცელდა. დაუშვეს ქალების გაწევრიანება, რამაც კლუბის საქმიანობა გაამრავალფეროვნა. დღეს მსოფლიოში მილიონ 200 000-ზე მეტი როტარიანელია. ერთ-ერთი მთავარი სიკეთე, რაც როტარი კლუბმა მსოფლიოს მოუტანა, პოლიომერიტის ვაქცინის შექმნაა.

საქართველოში ამ კლუბის საქმიანობა 1990-იანი წლებიდან იწყება. კლუბი განახლდა და ახალი შემადგენლობით პრეზენტაცია გაიმართა. როტარი კლუბის TBILISI OLD TOWN-ის დამფუძნებელ კონფერენციაზე, წევრებმა საზოგადოებას რამდენიმე პროექტი წარუდგინეს. მათ შორის ერთ-ერთი საქართველოში წარმოებული პროდუქციის ხელშეწყობას და პოპულარიზაციას ითვალისწინებს მსოფლიო ბაზრებზე.

„როტარი კლუბი ეს არ არის ტრადიციული გაგებით საქველმოქმედო გაერთიანება. მაგრამ ჩვენი წევრები ერთობლივად ბევრ საინტერესო  პროექტს ახორციელებენ. მათ შორის საჭიროების მქონე ადამიანების დახმარებაა. ძირითადად, მხარს ვუჭერთ ისეთ ინიციატივებს, რომლებიც ერთჯერადი სუბსიდირების შემდეგ, თავად გააგრძელებს არსებობას. როტარი კლუბი მის წევრებს კარგი საქმეების კეთების საშუალებას აძლევს“, – განაცხადა როტარი კლუბის TBILISI OLD TOWN-ის პრეზიდენტმა ვასილ თამაზაშვილმა.

კლუბის დაფუძნება მის ქართველ წევრებს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის როტარიანელებმა ონლაინ ჩართვით მიულოცეს. მათ შორის იყვნენ ამერიკიდან, საფრანგეთიდან, უკრაინიდან და ჰოლანდიიდან. როტარი კლუბს საქართველოში ასზე მეტი წევრი ყავს. მასში გაწევრიანება აქტიურ და საზოგადოებაში კარგი რეპუტაციის მქონე პიროვნებებს შეუძლიათ. კლუბის დამფუძნებლების თქმით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საინტერესო პროექტებისა თუ კრეატიული იდეების მხარდაჭერას აპირებენ.

ალეკო გვეტაძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend