კატეგორიები

მოგზაურობა ჰონგ-კონგში

მოგზაურობა ჰონგ-კონგში
Copyright Euronews
Grand Voyager-ის ამ ეპიზოდში ლილი დაუსმა ჰონგ-კონგში იმოგზაურა და ნახა, თუ რით აის ეს ქალაქი გამორჩეული დაწყებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებითა და მდიდრული სტუმარმასპინძლობის ინფრასტრუქტურით დამთვარებული.

პირველ რიგში ლილი მანმოუს ტაძარში მივიდა, რომელიც ჰონგ-კონგის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სალოცავია და ლიტერატურისა და ომის ღმერთების სადიდებლად აიგო. ტაძრიდან იგი ქალაქის ქუჩების დასათვალიერებლად გავიდა, გასინჯა ადგილობრივი სამზარეულო და მსოფლიოში ყველაზე გრძელი ესკალატორით ისრაგებლა.

ვიქტორია პიკზე ლილი ადგლობრივებისა და ტურისტების საყავრელი ფუნიკულიორის ტრამვაით ავიდა და მთის წვერიდან ბუნებისა და ქალაქის შესანიშნავი ხედებით დატკბა. შემდეგ იმგზავრა ცნობილი ვარსკვლავური ბორნით (Star Ferry), რომელიც საუკუნეზე მეტია ემსახურება მგზავრებს ვიქტორიას ნავსადგურში.

მაგრამ ჰონგ-კონგი  ბევრად მეტია ვიდრე ქალაქი. და ამ განსხვავებული მხარის აღმოსაჩენად ლილი ლანტასუ კუნძულს ეწვია, სადაც მთის ფერდობზე სპეციალურად გაკეთებულ ველობილიკებზე  ველოსიპედით ისეირნა და მოინახულა მეთევზეთა სოფელი, რომელსაც ჰონგ-კონგის ვენეციას უწოდებენ, რადგან იქ  ბოძკინტებზე შესკუპებული სახლები წყალში დგას.

ლილიმ მოზგაურობა დაასრულა ტიან ტანის ბუდის ქანდაკებასთან, რომელიც მჯდომარე ბუდას მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქანდაკებაა. შემდეგ კი კუნძულის საბაგირო გზითაც იმგზავრა.

მთელი მოგზაურობის განმავლობაში ლილი შეხვდა და დაუმეგობრდა ადგილობრივებს, რომლებიც ჰონგ-კონგის დათვალიერებაში დაეხმარნენ.

ავტორი: ლილი დაუსი

დაკავშირებული ამბები
მოგზაურობა ჰონგ-კონგში 5 000 000-ე მგზავრი თბილისის აეროპორტში