გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის ქვეყნის სამხედრო ძალების მომავალი განვითარების სტრატეგია წარადგინა. მისი განცხადებთ მსოფლიო უფრო საშიში გახდა, შესაბამისად მნიშნველოვანია გერმანია ახალ რეალობას მოერგოს. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ყოვლისმომცველი კონცეფცია წარმოადგინა, როგორც სამხედრო თავდაცვის კუთხით, ის რეზერვის სტრატეგიის მიმართულებით. ბორის პისტორიუსმა რეგიონში სტაბილურობის მთავარ საფრთხედ რუსეთი დაასახელა.
„იშვიათად ყოფილა სამხედრო სტრატეგიის შედგენა ისეთი აუცილებელი, როგორც ამ ისტორიულ ეტაპზეა. საფრთხეები უფრო გამწვავებულია, განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის შემდეგ. გარდა ამისა, საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი ისეა ეჭვქვეშ დაყენებული, როგორც დიდი ხანია არ ყოფილა, შესაძლოა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად. მსოფლიო უფრო არაპროგნოზირებადი გახდა. დიახ, ესეც უნდა ითქვას უფრო საშიში გახდა“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა უკრაინასთან ურთიერთობების გამყარების მნიშვნელობაზე. მისი განცხადებით მნიშვნელოვანია ევროპამ უკრაინის მხარდაჭერა გააგრძელოს. ამავდროულად ბორის პისტორიუს ამბობს, რომ თავად უკრაინაც ეხმარება გერმანიას, კერძოდ უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებსაც ომის უშუალო გამოცდილება აქვთ გერმანელ ჯარისკაცებს ტრენინგებს ჩაუტარებენ.
„ასევე ჩვენს ჯარისკაცებს უკრაინული ძალები გადაამზადებენ. მარტივად რომ ვთქვათ, უკრაინელებისგან ვიღებთ მონაცემებს, რომლებსაც ისინი ბრძოლის ველზე აგროვებენ. მათ კი ჩვენი სისტემებისთვის გამოვიყენებთ, ასევე შესაბამისი მონაცემებზე დაფუძნებული საბრძოლო მართვისთვის. ქალბატონებო და ბატონებო, სამხედრო სტრატეგიას „პასუხისმგებლობა ევროპისთვის“ ჰქვია და ჩვენი ბუნდესვერი ამ პასუხისმგებლობას იღებს“, - განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა ჰორმუზის სრუტის გახსნის მნიშვნელობაზეც. მისი განცხადებით ევროპის პოზიციაა, რომ ჰორმუზ სრუტე თავისუფალი უნდა დარჩეს და მასზე ხარკი არც ირანმა და არცერთმა სხვა სახელმწიფომ არ უნდა დააწესოს.
„ჩვენთვის ჰორმუზის სრუტე საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული წესრიგის შესაბამისობის კონტექსტშიც მნიშვნელოვანია. ჩვენ უმოქმედოდ ვერ ვუყურებთ, თუ როგორ შეიძლება მომავალ წლებში ისეთი საზღვაო სრუტეები, როგორიცაა ჰორმუზის სრუტე ან მალაკის სრუტე, გადასახადებიან მარშრუტებად გადაიქცნენ. ეს ზღვებში გადაადგილების თავისუფლების მხრივ აშკარა დარღვევაა და ეს საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის დასასრული იქნება. შესაბამისად, ჩვენ მოქმედების ვალდებულება აქაც გაგვაჩნია“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ირანის ომი ეკონომიკურ „კატასტროფად“ შეაფასა და განაცხადა, რომ გერმანიას კონფლიქტში ვერ ჩაითრევენ. თუმცა, მისივე განცხადებით გერმანია მზადაა რეგიონში მშვიდობის დამყარებაში თავისი წვლილი შეიტანოს. ის მხარეებს ცეცხლის საბოლოოდ შეწყვეტისკენ და ჰორმუზის სრუტის გახსნისკენ მოუწოდებს.
