კატეგორიები

დრონებისა და საჰაერო აპარატების მიმოსვლას გააკონტროლებენ

დრონებისა და საჰაერო აპარატების მიმოსვლას გააკონტროლებენ
Copyright Euronews
ამჟამად დანიაში ქალაქ ოდენსეს საერთაშორისო აეროპორტი (HCA International Airport) გამოირჩევ ამსოფლიოს ყველა სხვა აეროპორტისგან. აეროპრტის თვითმფირნავების სამეთვალყურეო კოშკურა თვითმფრინავების გარდა დრონებსაც აძლევს ფრენის დროს აუცილებელ განკარგულებებს დანიის საერთაშორისო საცდელი ცენტრის (UAS Denmark Test Center) 1900 კვადრატული კილომეტრის ფარგლებში.

საცდელ ცენტრში  უახლესი ტექნოლოგიების მქონე სტარტაპები მუშაობენ როგორც კომერციულ, ისე თავდაცვის სექტორებზე. აქ მომავლის საჰაერო სივრცეს პროექტ  NextGen-ის მეშვეობით ამზადებენ.

„დღეს არ არის ნებადართული, რომ ერთსა და იმავე საჰაერო სივრცეში ერთდროულად დრონმაც იფრინოს და თვითმფრინავმაც,“ - ამბობს მაიკლ ლარსენი, UAS Denmark Test Center-ის ხელმძღვანელი. „სწორედ ამიტომ ვცდილობთ, ამ მხრივ პიონერები ვიყოთ და შევძლოთ დრონებისა და პილოტიანი თვითმფრინავების ერთდროულად გაშვება. ჩვენს ხელთ არსებული სენსორებისა და პროექტის ფარგლებში გადმოცემული რადარების მეშვეობით ვიცით ერთ დიდ სივრცეში გაშვებული ყველა ობიექტის ადგილი. ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ზუსტად ის პრაქტიკა შეიძლება დაინერგოს ევროპაში 5-10 წელიწადში“.

მსოფლიოში მიმდინარე სწრაფი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. თვითმფრინავებისა და სხვადასხვა ზომის, დიაპაზონისა და დანიშნულების მქონე დრონების მოძრაობის კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია თავდაცვის სფეროში, ასევე ტვირთის სწრაფად გადაზიდვისა და კრიტიკული მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურის მონიტორინგისთვის. კომპანია AirPlate-ის სპეციალსიტებმა აეროპორტში ე.წ. „დრონების ყუთი“ დაამონტაჟეს: ეს აპარატი შედგება 8 სენსორისგან, რომელთაც შეუძლიათ ნებისმიერი მფრინავი ობიექტის შემჩნევა 15 კილომეტრის რადიუსში.

ავგუსტ მადერი

„დრონები რადიოსიგნალებს გადასცემენ, ანტენები კი დრონის სიგნალებს იჭერენ და მათი დახმარებით შეგვიძლია დრონის ადგილის განსაზღვრა, რა სიმაღლეზეა, რამდენად შორს ფრინავს და სად ზის პილოტი,“ - განმარტავს ავგუსტ მადერა, AirPlate-ის ხელმძღვანელი. „ჩვენი სისტემა დრონს წამში ორჯერ პოულობს, რაც საკმაოდ სწრაფი მაჩვენებელია“.

ამ აეროპორტის პერსონალს ხელი მიუწვდება აპლიკაციაზეც, რომელიც ზუსტად აჩვენებს, თუ სად იმყოფებიან დრონი და მისი პილოტი რეალურ დროში და როგორია ფრენის სრული ისტორია.

ამ პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 9 მილიონ ევროს აღემატება და მისი 40% ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის ფარგლებში დაფინანსდა. აეროპორტის ტერიტორიაზე სპეციალისტებით დაკომპლექტებული 15 კომპანია და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტის დრონების ცენტრი (‘UAS drone centre’) მუშაობს. ეს ცენტრი პროექტის მონაცემებს უკეთებს ანალიზს და  მჭიდროდ თანამშრომლობს კომპანიებთან. მათი დევიზია: „ჩაატარე ექსპერიმენტი, ჩაიჭერი და ისწავლე“.

„ამ პლატფორმის ღირსება ის არის, რომ ყველაფერი ღიაა. ასე რომ, თუ გვინდა მასში რამის გაერთიანება, ეს დაუყოვნებლივ შემიძლია გავაკეთო,“ - ამბობს იეს ჰუნდევადტ იეფსენი,  SDU Drone Center-ის მკვლევარი. „თუ ჩვენი დრონი ჩამოვარდა, შემიძლია, მაშინვე შევცვალო საჭირო ნაწილი აპარატურით დაწყებული იარაღით დამთავრებული და იმავე დღეს ისევ ჰაერში გავუშვა“.

დრონების გლობალური ბაზარი 59 მილიარდ ევროდ არის შეფასებული და ვარაუდობენ, რომ 2036 წელს მისი ღირებულება 127 მილიარდს გადააჭარბებს.

ავტორი: ავრორა ველესი

დაკავშირებული ამბები
დრონებისა და საჰაერო აპარატების მიმოსვლას გააკონტროლებენ როგორ ეხმარება ადგილობრივი მოსახლეობა მთავრობას ოკეანის სანაპიროზე მეწყრული საფრთხის განსაზღვრაში