მთავარიამერიკააშშჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი იწყება

ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი იწყება

ამერიკელი ფერადნაკნიანის, ჯორჯ ფლოიდის, მკლელობაში ბრალდებული პოლიციის ყოფილი ოფიცრის, დერეკ შოვინის, სასამართლო პროცესისთვის ნაფიც მსაჯულთა შერჩევა გუშინ, 8 მარტს, უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადაიდო. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დერეკ შოვინის დაცვის მხარე საქმის ნაკლებად მძიმე მუხლით გადაკვალიფიცირებას ცდილობს. მინეაპოლისის მცხოვრებლები კი ბრალდებულის ყველაზე მკაცრი მუხლით გასამართლებას მოითხოვენ. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი, სავარაუდოდ, 9 მარტს განახლდება.

8 მარტს ჯორჯ ფლოიდის ასობით მხარდამჭერი შეიკრიბა იმ იმედით, რომ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი დაიწყებოდა, თუმცა პროცესი გადაიდო.  გადადების შესახებ ინფორმაცია იმ დროს გავრცელდა, როდესაც დაცვის მხარემ საქმის გასაჩივრება და მკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირება მოითხოვა.

 

მინეაპოლისის მცხოვრებნი აცხადებენ, რომ დერეკ შოვინი კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. ისინი ეწინააღმდეგებიან მკვლელობის მუხლის გადაკვალიფიცირებას.

ყოფილ ოფიცერს დერეკ შოვინს ჯორჯ ფლოიდის განზრახ მკვლელობა ედება ბრალად, დანაშაული მაქსიმალურ სასჯელს – 40 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ექსპერტების განცხადებით, გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობის ბრალდება უფრო ადვილი დასამტკიცებელია და გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შანსს ზრდის. ნაფიც მსაჯულთა შერჩევა 9 მარტს უნდა განახლდეს. პროცესი კი შესაძლოა, რამდენიმე კვირა გაგრძელდეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend