მთავარისაქართველო"ძლიერი ქალები-ძლიერი საქართველო" - ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გაავრცელა

“ძლიერი ქალები-ძლიერი საქართველო” – ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა, განცხადება გაავრცელა

ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განცხადება გაავრცელა. “ძლიერი ქალები-ძლიერი საქართველო” – სწორედ ამ სლოგანით მედიაში საინფორმაციო კამპანია დაიწყო, რომელიც მთელი მარტის განმავლობაში გაგრძელდება. კარლ ჰარცელის განცხადებით, საქართველო გენდერული თანასწორობის მიმართულებით წინ მიიწევს, თუმცა ჯერ კიდევ გრძელი გზაა გასავლელი. მისი თქმით, ქვეყანა მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი, როდესაც ყველას მიეცემა თანაბარი შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენოს საკუთარი პოტენციალი.

 
„დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ქალთა საერთაშორისო დღეს. უკვე ორწელიწადნახევარია, რაც ამ ქვეყანაში ვიმყოფები და ჩემზე დღესაც დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქალი პროფესიონალების მიერ არაჩვეულებრივად შესრულებული სამუშაო, იქნებიან ეს ქალი მეწარმეები, ჟურნალისტები, აღმასრულებელი დირექტორები, საზოგადოებრივი ლიდერები, თუ პოლიტიკოსები, როგორც დიდ ქალაქებში, ასევე სოფლად.

ქალები ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს, ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, ან მუშაობენ თავიანთ თემებში პირობების გასაუმჯობესებლად, რომ არაფერი ვთქვათ ბევრად ნაკლებად წარმოჩინებულ სამუშაოზე, რომელსაც ბევრი ქალი ასრულებს სახლში  ბავშვების, თუ მოხუცების მოვლისას”,- ამბობს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend