მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოპოლ მაკარტნი მემუარების წერას იწყებს

პოლ მაკარტნი მემუარების წერას იწყებს

„ხშირად მეკითხებოდნენ დავწერდი თუ არა ოდესმე ავტობიოგრაფიას, მაგრამ სწორი დრო ვერასოდეს შევარჩიე“- ამბობს ლეგენდარული მუსიკოსი პოლ მაკარტნი. იგი მემუარზე მუშაობას სულ მალე დაიწყებს და საკუთარ ცხოვრებას 154 სიმღერის მიხედვით მიმოიხილავს.

პოლ მაკარტნის მემუარის გამომცემლების თქმით, წიგნში მაკარტნის სიმღერები ანბანის მიხედვით დალაგდება, რომლებსაც ავტორის კომენტარები დაერთვება იმის შესახებ თუ საიდან მიიღო ამა თუ იმ სიმღერის შექმნის შთაგონება.

„არ გვეგონა თუ ოდესმე მსოფლიო კულტურის ნაწილი გავხდებოდით. ჩვენ უბრალოდ მუსიკას ვქმნიდით. თუმცა ახლა ჩვენს შესახებ ბავშვები სკოლაში სწავლობენ. ჩემს  შვილებს რამდენჯერმე უთქვამთ, მამა ნახე შენ ისტორიის წიგნში ხარ! საბოლოოდ გლობალური კულტურის ნაწილი გავხდით, რაც ძალიან ამაღელვებელია“, – ამბობს პოლ მაკარტნი.

ბითლზის მუსიკოსებიდან სრულფასოვანი ავტობიოგრაფია არც ერთ მათგანს დაუწერია. ჯონ ლენონმა მოთხრობების, ლექსებისა და ჩანახატების კრებული გამოუშვა, თუმცა ის 40 წლის ასაკში მოკლეს. რინგო სტარის „ცხოვრების კიდევ ერთი დღე“ ფოტოებსა და ციტატებზე დაყრდნობითაა შექმნილი. მისი თქმით, სრულფასოვან მემუარს მრავალი ტომი დასჭირდებოდა. ჯორჯ ჰარისონმა კი, რომელიც 2001 წელს სიმსივნით გარდაიცვალა, ჩანახატების კრებული ჯერ კიდევ 1980 წელს გამოუშვა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend