მთავარიკუბიგახარიას გამოსამშვიდობებელი სელფის რეკორდი - როგორ მუშაობს ფეისბუკის ალგორითმი

გახარიას გამოსამშვიდობებელი სელფის რეკორდი – როგორ მუშაობს ფეისბუკის ალგორითმი

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ თანამშრომლებთან ერთად  გადაიღო ფოტო, რომელიც ძალიან სწრაფად გავრცელდა სოციალურ ქსელში.

გამოქვეყნებიდან 1 საათში ფოტოს 100 000-ზე მეტი რეაქცია ჰქონდა, ამჟამად კი მას დაახლოებით 207 ათასი რეაქცია, 35 ათასამდე კომენტარი და 7 ათასზე მეტი გაზიარება აქვს.


სოციალური ქსელის მომხმარებლების უმეტესობა ხუმრობდა ამ თემაზე, ზოგიერთი კი შეშფოთებას გამოხატავდა, რადგან ფოტო იმ ადამიანებმაც მოიწონეს, რომლებიც პრემიერ-მინისტრს ადრე არ უჭერდნენ მხარს.

მომხმარებლების ნაწილი დაინტერესდა ფეისბუკის მუშაობის ალგორითმით, რატომ გამოჩნდა ეს ფოტო ამ რაოდენობის მომხმარებლის კედელზე და რამდენად რეალურია რეაქციების რაოდენობა.

ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი, დოდი ხარხელი, ამბობს, რომ  ფეისბუკის ალგორითმი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება და მომხმარებელს აჩვენებს არა მხოლოდ იმას, რაც მას აინტერესებს, არამედ იმასაც, თუ რა მოსწონთ მის მეგობრებს, მეგობრების მეგობრებს და ა.შ

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend