კატეგორიები

ბითაძის 3 დაფარება და “ინდიანას” მარცხი “ბრუკლინთან”

ბითაძის 3 დაფარება და “ინდიანას” მარცხი “ბრუკლინთან”

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის რეგულარული სეზონის შეხვედრაში “ბრუკლინ ნეთსმა” “ინდიანა პეისერსს” უმასპინძლა და 104:94 დაამარცხა. საქართველოს ნაკრებისა და “ინდიანას” ახალგაზრდა ცენტრმა, გოგა ბითაძემ პარკეტზე 13 წუთი გაატარა. ამ დროში 21 წლის კალათბურთელმა 4 ქულა, 5 მოხსნა, 3 დაფარება და 1 ჩაჭრა გაიფორმა.

“ბრუკლინელებს” კაირი ირვინგმა ულიდერა 35 ქულით. ჯეიმს ჰარდენმა 19 ქულა და 11 მოხსნა მოაგროვა. დეანდრე ჯორდანმა კი 12 ქულა, 13 მოხსნა გაიფორმა და არაერთი ეფექტური ჩატენვა შეასრულა. აღსანიშნავია, რომ “ბრუკლინმა” გუნდის მთავარი ლიდერის, კევინ დურანტის გარეშე ითამაშა.

“ბრუკლინს” 15 მოგება და 12 მარცხი აქვს, “ინდიანას” კი 12 გამარჯვება და 13 წაგება.

დაკავშირებული ამბები
2026-ის მუნდიალის გახსნით შეხვედრაში მექსიკის ნაკრებმა სამხრეთ აფრიკა 2-0 დაამარცხა სამხრეთ კორეამ ჩეხეთს თამაში შემოუტრიალა
სხვა ამბები