მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფობრიტანეთში საავტომობილო კრიზისი მწვავდება

ბრიტანეთში საავტომობილო კრიზისი მწვავდება

ბრიტანეთში ბრექსიტის შემდეგ საავტომობილო იდუსტრიის კრიზისი მწვავდება. მცირე კომპანიები ბაზარს ტოვებენ.  კორონავირუსის პანდემიამ და შემდეგ უკვე ბრექსიტმა სექტორი საკმაოდ დააზარალა. კრიზისმა მძიმედ იმოქმედა დასაქმებულებზეც, რამდენადაც გასულ წელს საავტომობილო იდუსტრიაში სამუშაო 10 ათასმა ადამიანმა დაკარგა.

2020 წელი ავტომობილების წარმოებისთვის ყველაზე ცუდი წელი იყო. წარმოებამ 1984 წლის მერე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.

ბირმინგემში, დიდი ბრიტანეთის საავტომობილო სექტორის ცენტრში, ნილ კლიფტონის კომპანია   Land Rovers- სთვის ნაწილებს ამზადებს.

თუმცა პანდემიის გამო ქარხნებიც დახურა და წარმოების ტემპიც შენელდა. ამ სიტუაციამ ბიზნესს უზარმაზარი დარტყმა მიაყენა.

“ჩვენ ისეთ პრობლემებს წავაწყდით, რომლებიც არასდროს გვქონია. ეს პრობლემები შეგვექმნა არა  მხოლოდ მიმდინარე პროექტებში, არამედ ახალ ბიზნესშიც. მასალების დიდ ნაწილს  ესპანეთიდან და გერმანიიდან ვიღებთ. გვქონდა შეკვეთები, თუმცა ვადებში ვერ ჩავეტიეთ,” – ამბობს ნილ კლიფტონი მანქანის ნაწილების მწარმოებელი.

გაერთიანებული სამეფოს გასვლა ევროკავშირის ერთიანი ბაზრიდან ინდუსტრიას პრობლემებს უქმნის. მნიშვნელოვნად შეფერხდა  ბრიტანეთის პორტების მუშაობა, რამაც საავტომობილო მომარაგების ჯაჭვი დაარღვია.

გაერთიანებული სამეფოს დიდი ნაწილი  საავტომობილო სექტორის გამართულად მუშაობაზეა დამოკიდებული. კომპანიები გაკოტრდნენ, ამიტომ ზოგიერთმა ადამიანმა საარსებო წყაროც კი დაკარგა.

მომარაგების ქსელის შეფერხების გამო სამუშაოებიც შემცირდა, ამიტომ პატარა კომპანიებს ბაზრიდან გასვლა მოუწიათ.

“ყველაფერს, რაც ევროპიდან შემოდის, დიდი დრო სჭირდება. ეს უფრო სტრესულ მდგომარეობაში გვაყენებს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, პატარა საქმით დაწყებული დიდით დამთავრებული, ” – საუბრობს რაიან ედვარდსი- შესყიდვების დეპარტამენტის უფროსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend