მთავარი დღის ამბები სინათლის ფესტივალი

სინათლის ფესტივალი

კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში სინათლის ყოველწლიური ფესტივალი მაინც ტარდება. ფესტივალი დანიაში 2018 წლიდან იმართება. წელს ის 9-დან  27 თებერვლამდე გაგრძელდება. ღონისძიებაზე ღია ცისქვეშ წარმოდგენილი იქნება 40-მდე ინსტალაცია, რომელთა შესაქმნელად  დანიელმა ხელოვანებმა იმუშავეს.

კოვიდპანდემიის მიუხედავად, კოპენჰაგენში სინათლის ფესტივალი იწყება. დანიაში ამ დრომდე არაა გამოცხადებული საყოველთაო კარანტინი და არც კომენდანტის საათია დაწესებული. ფესტივალზე, რომელიც ღია ცის ქვეშ იმართება, პირბადის ტარება სავალდებულო არაა და ინსტალაციების ნახვა მოსახლეობას 4-კაციან მცირე ჯგუფებად შეუძლია.

 

ჯესპერ კონგსჰოგი, ფესტივალის კურატორი ამბობს, რომ „ჩვენ ძალიან ბედნიერები ვართ და ვამაყობთ, რომ წელს სინათლის ფესტივალის მასპინძლები მხოლოდ ჩვენ ვართ.“

ადგილობრივი მცხოვრების განცხადებით, „ასეთ მძიმე დროს ამ ფესტივალის ჩატარება ძალიან სასიამოვნოა. თქვენს ცხოვრებაში სინათლე შემოაქვს. ხელოვნების საშუალებით ფიქრი სხვა რამეზე გადაგაქვს.“

“ფესტივალის შესახებ სოციალური მედიიდან შევიტყვე და ეს ფანტასტიკურია!“ – განაცხადა ვიზიტორმა ესპანეთიდან.

“სიცივის მიუხედავად, მაინც ძალიან სასიამოვნოა აქ ყოფნა.“ – ამბობს ბრიტანელი ტურისტი.

ფესტივალი 27 თებერვლამდე გაგრძელდება და მსურველებს ყოველ დღე 5-დან 11-ის ნახევრამდე შეუძლიათ ინსტალაციების ნახვა. ამასთანავე, ვებ-გვერდსა და პლატფორმებზეც შესაძლებელია  ფესტივალის ფოტოების ნახვა.

 

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend