მთავარიკუბიმსოფლიოს მასშტაბით 130 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აიცრა

მსოფლიოს მასშტაბით 130 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე აიცრა

ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ვაქცინაცია გრძელდება. საინფორმაციო სააგენტო Bloomberg-ი, რომელიც მთელი მსოფლიოდან აკვირდება მონაცემებს, აღნიშნავს, რომ 73 ქვეყანაში ვაქცინის დაახლოებით 131 მილიონი დოზა უკვე გაკეთდა.

ბოლო მონაცემებით ჩანს, რომ დღეში დაახლოებით 4,69 მილიონი დოზა კეთდება. „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინა, რომელმაც პირველმა მიიღო ლიცენზია, ხელმისაწვდომია როგორც ჩრდილოეთ ამერიკის, ისე ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის. ჯამში 73 ქვეყანაში უკვე დაიწყო ვაქცინაციის კამპანია.

Note: Bloomberg

Bloomberg-ის ინტერაქტიული რუკით ჩანს, რომ საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან  ვაქცინაცია მხოლოდ რუსეთსა და თურქეთშია დაწყებული.

ბრიტანეთი იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო „ფაიზერის“ ვაქცინა, ახლახან კი წამლის მარეგულირებელ უწყებაში განაცხადეს, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და მხოლოდ მსუბუქი გვერდითი მოვლენები შეიძლება ჰქონდეს.  ეს დასკვნა ბრიტანეთში დაახლოებით 7 მილიონი დოზის გაკეთების შემდეგ გამოიტანეს. მათი თქმით, გამოვლინდა 22 ათასამდე განსხვავებული რეაქცია ვაქცინაზე. მომხმარებლებს ძირითადად მხრების ტკივილი აწუხებდათ ან გრიპის მსგავსი სიმპტომები აღენიშნებოდათ.

როდის დაუბრუნდება მსოფლიო ცხოვრების ნორმალურ რეჟიმს? ეს ის რთული კითხვაა, რომელზე პასუხის გაცემასაც ცდილობენ ეპიდემიოლოგები. მიუხედავად იმისა, რომ საუკეთესო ვაქცინები 95 პროცენტით იცავს ადამიანს, ვირუსის გავრცელების რისკი ვაქცინაციის შემდეგაც არსებობს.

 
როგორც Bloomberg-ში აღნიშნავენ, იმუნიტეტის  გამომუშავებას იმ ვაქცინებით, რომლებიც ახლა გვაქვს, წლები დასჭირდება, თუმცა იმედი აქვთ, რომ  ახალი და უკეთესი ვაქცინებიც მალე გამოჩნდება.

დღეში ვაქცინის დაახლოებით 4 მილიონი დოზის გაკეთებას თუ გააგრძელებენ, Bloomberg-ის გათვლებით, მსოფლიოს მასშტაბით, საზოგადოების 75%-ის ორჯერ აცრას დაახლოებით 7 ჭირდება. ამათგან მდიდარი ქვეყნების მოსახლეობა უფრო მალე აიცრება, ვიდრე შედარებით ღარიბი განვითარებადი ქვეყნებისა.

ამ მხრივ მსოფლიოში რეკორდს ამყარებს ისრაელი, რომელმაც მოსახლეობის 60% უკვე აცრა და 75%-იან ბარიერს დაახლოებით 2 თვეში გადალახავს, იგივე მონაცემებია არაბთა გაერთიანებულ საამიროებშიც. ამ მაჩვენებელს  დიდი ბრიტანეთი დაახლოებით 6 თვეში მიაღწევს,  ამერიკის შეერთებული შტატები კი – 11 თვეში. Bloombergის და ჯონ ჰოპკინის უნივერსიტეტის მონაცემებით, ინდოეთს, რუსეთსა და ინდონეზიას მოსახლეობის 75%-ის ასაცრელად 10 წელზე მეტი დასჭირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend