კატეგორიები

გერმანიის მთავრობა პორტუგალიას ექიმებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარება

გერმანიის მთავრობა პორტუგალიას ექიმებითა და სამედიცინო აღჭურვილობით დაეხმარება

გერმანიის თავდაცვის სამინისტრო პორტუგალიას „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად ექიმებსა და სამედიცინო აღჭურვილობას უგზავნის. გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიიდან პორტუგალიაში სამი კვირით 27 ექიმი გაემგზავრება.

პორტუგალიაში კოვიდინფიცირებულების რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. 

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე პორტუგალიაში „კოვიდ-19“-ის 720,516 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 12,482 ადამიანი.

Related news
თვალებიდან გამონადენი, თვალის სიწითლე და ქავილი – ეს ახალი სიმპტომები ახასიათებს ომიკრონის ახალ ქვეშტამს ხანგრძლივი კოვიდის სინდრომი მეცნიერებისთვის გამოწვევად რჩება
სხვა ამბები