მთავარიCOVID-19ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო ახალ შეზღუდვებს აწესებენ

ევროპაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო ახალ შეზღუდვებს აწესებენ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 102 მილიონს გადააჭარბა. გამოჯანმრთელდა 73 მილიონზე მეტი ადამიანი. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანა შეზღუდვებს ამკაცრებს. მათ შორისაა პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანა პორტუგალიაც, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მსოფლიოში ყველაზე მაღალია. პორტუგალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მომდევნო 15 დღის განმავლობაში მოქალაქეები ვერ შეძლებენ მოგზაურობას და ასევე იგეგმება ესპანეთთან საზღვრის ჩაკეტვა .

კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლი კვლავ მაღალია დიდ ბრიტანეთში. ქვეყანაში ყოველდღე ინფიცირების ათასობით ახალი შემთხვევა ვლინდება და ყოველ 24 საათში საშუალოდ 1000-მდე ადამიანი იღუპება.

რაც შეეხება საფრანგეთს, მიუხედავად დაწესებული მკაცრი შეზღუდვებისა, კოვიდინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად არ შემცირებულა.

,,შემთხვევების რაოდენობა ნელ-ნელა, სტაბილურად იკლებს. ყოველდღე დაახლოებით 20 000 ახალი შემთხვევა დასტურდება ეს, რა თქმა უნდა, დიდი ციფრია, მაგრამ მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება შემოდგომის მაჩვენებელს, როცა დღეში ინფიცირების საშუალოდ 50 000 ახალი შემთხვევა გვქონდა. თუმცა ეს ჯერ კიდევ ძალიან მაღალი ციფრია. თუკი ტენდენციას დავაკვირდებით, ბოლო 3 კვირის განმავლობაში კვირაში საშუალოდ 10%-იანი ზრდის მაჩვენებელი გვაქვს’’ – განაცხადა საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა ოლივიე ვერანმა.

საფრანგეთისაგან განსხვავებით, ევროპის რამდენიმე ქვეყანა,  პოლონეთი, ხორვატია და კვიპროსი, სავაჭრო ცენტრებისა და მუზეუმების მომსახურების აღდგენას აპირებენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია აფრთხილებს ამ ქვეყნებს, ნაადრევად  არ  შეამსუბუქონ შეზღუდვები.

,,დაწესებულმა საკარანტინ შეზღუდვებმა მთელი რეგიონის მასშტაბით მოგვცა შედეგები და შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა. 30 ქვეყანაში ბოლო 14 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების მნიშვნელოვანი კლებაა თუმცა, ევროპის მასშტაბით, ინფიცირების გავრცელების ტემპი საკმაოდ მაღალია, რაც გავლენას ახდენს ჯანდაცვის სისტემაზე და აფერხებს შესაბამისი მომსახურების მიწოდებას. ამიტომ დაწესებული ზომების შემსუბუქება ჯერ ნაადრევია’’-განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონულმა დირექტორმა ევროპაშიჰანს კლუგემ. 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend