მთავარიCOVID-19ერთი ექიმის ამბავი - "ვერ ვიფიქრებდი თუ ეს ყველაფერი ერთი წელი გაგრძელდებოდა"

ერთი ექიმის ამბავი – “ვერ ვიფიქრებდი თუ ეს ყველაფერი ერთი წელი გაგრძელდებოდა”

„ძალიან დიდხანს გვიწევს ეკიპირებულებს პაციენტებთან კონტაქტი, ვიბრძვით მათი სიცოცხლის გადასარჩენად. ისინი კი ისეთი განცდით მიდიან სახლში, თითქოს არც გვიცნობენ“, – ამბობს 30 წლის ექიმი ინფექციონისტი ხატია ხატიაშვილი, რომელიც უკვე მე-11 თვეა, კოვიდპაციენტებს მკურნალობს.

„თავიდან მეგონა, რომ ეს ყველაფერი 2-3 თვეში დამთავრდებოდა, ვერ ვიფიქრებდი, თუ ერთი წელი გაგრძელდებოდა. ვერც იმას ვიფიქრებდი, რომ ეს ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იქნებოდა, შევეჩვეოდით და ვისწავლიდით ინფექციასთან ერთად ცხოვრებას. რას წარმოვიდგენდი, ამდენი ხანი გავიდოდა და ისევ ამ ბრძოლასა და მარათონში ვიქნებოდი ჩართული.


 

ჩემთვის ყველაზე რთული დღე პირველი მორიგეობა იყო. მაშინ საეჭვო კოვიდპაციენტების მიღება დავიწყეთ. გარკვეულწილად, მეშინოდა კიდევაც,  თავისუფლად შეიძლებოდა, იმ პაციენტებს, რომელთაც ვეკონტაქტებოდი, კორონავირუსი ჰქონოდათ. მაშინ არ ვიცოდით, რასთან გვქონდა საქმე. ამ შიშთან ერთად იმასაც ვაცნობიერებდი, რომ ბრძოლის წინა ხაზზე ვიყავი. ვგრძნობდი ყველას გულისცემას, მე ვიყავი ეპიცენტრში და ჩემს შიშს სწორედ ეს აბალანსებდა.

ყველაზე რთული და დასამახსოვრებელი იყო, როდესაც პირველად ჩავიცვი კომბინეზონი, პირველად შევედი საეჭვო პაციენტთან და გავაცნობიერე, რომ პანდემიის წინააღმდეგ ვიბრძოდი,“ – ამბობს ხატია ხატიაშვილი, ექიმი ინფექციონისტი

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend