მთავარიდღის ამბებირუსეთის ინტერესები აფხაზეთში

რუსეთის ინტერესები აფხაზეთში

რა ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები აქვს რუსეთის ფედერაციას ოკუპირებულ აფხაზეთში

2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთმა ოკუპირებული აფხაზეთის და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა. რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ორმხრივი დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის 9 სექტემბერს დამყარდა. ამის გამო, საქართველომ რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობა გაწყვიტა. საქართველოს პარლამენტმა კი აფხაზეთი და სამაჩაბლო ოკუპირებულ ტერიტორიებად გამოაცხადა.

რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარების მიზანი, საქართველოს ევროატლანტიკურ ოჯახში გაერიანებისთვის ხელის შეშლაა.

რა მიზნები ამოძრავებს ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთს გეოპოლიტიკური თვალსაზრისით? ამ საკითხთან დაკავშირებით საგარეო პოლიტიკის საბჭოს მკვლევარს, შოთა მგელაძეს ვესაუბრეთ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრებიდან ხუთმა სახელმწიფომ აღიარა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობას აღიარებენ და მხარს უჭერენ სხვა სეპარატისტებიც.

თანამედროვე მსოფლიო-ეკონომიკური თავისებურებების გათვალისწინებით, აფხაზეთის რეგიონს დიდი ეკონომიკური პოტენციალი გააჩნია.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ ინტერესებთან დაკავშირებით ჩვენ ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” მკვლევარ ლიკა ჭიპაშვილს ვესაუბრეთ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება, პირველი შემთხვევა იყო, როცა სახელმწიფო საზღვრები ევროპის ტერიტორიაზე ომის შედეგად შეიცვალა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი, 21-ე საუკუნეში პირველი ომი იყო ევროპის კონტინენტზე.

საფრანგეთს გერმანიისაგან ელზას-ლოტარინგიის რეგიონის დაბრუნებისათვის თითქმის 50 წელიწადი დასჭირდა, გერმანიას კი გაერთიანებისათვის – 45.

ავტორი: ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend