მთავარიმსოფლიობრექსიტი და სავაჭრო შეთანხმება

ბრექსიტი და სავაჭრო შეთანხმება

2021 წლის პირველი იანვრიდან ბრიტანეთი ევროკავშირის ერთიან ბაზარს დატოვებს. ამიტომ ევროკავშირი და ბრიტანეთი 31 დეკემბრამდე სავაჭრო შეთანხმების  გაფორმებას ცდილობენ. სანამ შეთანხმება გაფორმდება და საზღვრებზე ტვირთის გადაზიდვის ახალი პირობები გაირკვევა, ევროპის გადამზიდავი კომპანიები გაურკვეველ მდგომარეობაში არიან.

ბელგიაში ზიბრუგეს პორტში დღეში, სავარაუდოდ, 80 კონტეინერზე მეტს ამოწმებენ, მაშინ როცა  ბრექსიტამდე დღეში დაახლოებით 10 კონტეინერი გადიოდა საბაჟო პროცედურებს.

დიდ ბრიტანეთში კი მსხვილი ევროპული ბრენდები ახალ წლამდე მარაგების შევსებას ჩქარობენ, რადგან ახალი წლიდან ახალი სავაჭრო წესები ამოქმედდება.

შარლოტ დანილსი, მომარაგების მენეჯერი განმარტავს, რომ ბიზნესი ცდილობს ყველანაირი სცენარისთვის მოემზადოს. შესაბამისად, კომპანიებს ბრიტანეთსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია სჭირდებათ.

ბელგიური კომპანიის წარმომადგენლებმა პენსიაზე გასულ საბაჟოს თანამშრომლებსაც კი მიმართეს, რომ გაეგოთ რა საბაჟო პროცედურებს გადიოდნენ ტვირთები მანამ, სანამ ევროკავშირის ერთიანი ბაზარი შეიქმნებოდა. თუმცა ბელგიელები ფიქრობენ, რომ დროის სიმცირს გამო, ცვლილებებისთვის მომზადებას ყველა ვერ მოასწრებს.

ზიბრუკის პორტის სავაჭრო განყოფილების დირექტორი, პატრიკ ვან კაუვენბერგი ფიქრობს, რომ პორტში იტალიიდან და რუმინეთიდან ჩამოსულ სატვირთოს მძღოლებს საჭირო პროცედურებზე ძალიან მწირი ინფორმაცია  ექნებათ, ან საერთოდ არაფერი ეცოდინებათ. შესაბამისად მათ საბუთებიც კი არ ექნებათ მზად.

კალეში, ლა-მანშის გვირაბის შესასვლელთან, ბრექსიტის გამო დიდი ხერგილებია მოსალოდნელი, რასაც სატვირთო მძღოლები ძალიან განიცდიან.

ნახევარსაუკუნოვანი მჭიდრო ეკონომიკური ინტეგრაციის შემდეგ ბრიტანეთისა და ევროკავშირის დაშორებას ბნელ ორმოშო ჩავარდნას ადარებენ, რომელსაც ფსკერი არ უჩანს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend